საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 290. მოსამართლის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით.

2.ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით (გარდა ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), რის შესახებაც მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, პროკურორმა უნდა აცნობოს 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება ჩაატარა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გამოაქვს დადგენილება: ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.

3.(ამოღებულია).

4.გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ, საქმისათვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო.

5.(ამოღებულია).

6.გამომძიებლისა და პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ.

7.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინის, მიმოწერის, პირადი ჩანაწერის, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა შეტყობინებების საიდუმლოების შეზღუდვასთან, ტარდება მოსამართლის ბრძანებით. 2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით (გარდა ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), რის შესახებაც მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, პროკურორმა უნდა აცნობოს 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება ჩაატარა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გამოაქვს დადგენილება: ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ. 3. (ამოღებულია). 4. გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ, საქმისათვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო. 5. (ამოღებულია). 6. გამომძიებლისა და პროკურორის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნეს მოსამართლის ბრძანება პირის იძულებით შემოწმების, მოყვანის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/264 – სსმ IV, №52, 28.12.2004 წ., გვ.9 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    290-ე მუხლის მე-2 ნაწილში გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების წინადადებიდან ამოღებულია პროკურორის მონაწილეობა; დაემატა „უნდა“ და შესწორდა ჩამონათვლის პუნქტუაცია.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    290-ე მუხლის მე-7 ნაწილი ახლა მხოლოდ მე-2 ნაწილის შემთხვევებზე ადგენს ოქმის შეუდგენლობას და მოსამართლეს აძლევს უფლებას, შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს; დადგენილების გასაჩივრების აკრძალვის ტექსტი ამოღებულია.

  3. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    290-ე მუხლის მე-2 ნაწილში გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების შესახებ 24 საათში ეცნობება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის/საოლქო სასამართლოს კოლეგიის ალტერნატივა ამოღებულია.

  4. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    290-ე მუხლის მე-2 ნაწილში დაზუსტდა გამოსაძახებელი პირის აღმწერი ფორმულირება, მე-3 და მე-5 ნაწილები ამოღებულია, ხოლო მე-6 ნაწილში მომკვლევის ნაცვლად დარჩა გამომძიებელი და პროკურორი.

  5. 290-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეტყობინება, კანონიერების შემოწმება, პირის გამოძახება და დადგენილების გამოტანა მაგისტრატის არყოფნისას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადაეცა; დაემატა გამონაკლისი 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემთხვევისთვის.

  6. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    მე-2 ნაწილში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ნაცვლად გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას მაგისტრატი მოსამართლე ამოწმებს და შეტყობინებას პროკურორი აკეთებს; „ბ“ ქვეპუნქტში რედაქციული შესწორებაა.

  7. 290-ე მუხლის ტექსტს დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა მოსამართლის დადგენილების გაუსაჩივრებლობის დებულებასთან.

  8. მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან საქმის შეწყვეტა ამოღებულია და დარჩა უკანონოდ ცნობა და მტკიცებულებათა დაუშვებლობა; მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში დაემატა საქმის შეწყვეტა, ხოლო „შედეგები“ შეიცვალა „მტკიცებულებებით“.

  9. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2001

    290-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის დადგენილება მოიცავს მტკიცებულებათა დაუშვებლობასა და აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

  10. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია აღძრული საქმის გაუქმება, ხოლო მე-5 ნაწილში პროკურორის დაუყოვნებლივ აღძვრისა და წარმართვის ფორმულა შეიცვალა საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტით.

  11. 290-ე მუხლში დაემატა მე-5 ნაწილი პროკურორის მოქმედებაზე მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში, ხოლო ყოფილი მე-6 ნაწილი გახდა მე-7 და მას დაემატა წესი, რომ სასამართლო სხდომის ოქმი არ დგება.

  12. 290-ე მუხლის მე-5 პუნქტში შემცირდა იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც მოსამართლის ბრძანება შეიძლება მიღებულ იქნეს მოთხოვნის შეუსრულებლობისას: დარჩა იძულებით შემოწმება, მოყვანა და ნიმუშების მიღება, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება და გვამის ექსჰუმაცია ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴21¹³²21¹8113221121201214053³5314290
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…ოპერატიულ-სამძებრო საქ…