საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 304. ხმის ჩაწერის გამოყენება დაკითხვისას

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვისას შეიძლება ხმის ჩაწერა.

2.გამომძიებელი გადაწყვეტილებას იღებს ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე.

3.ხმის ჩანაწერი უნდა ასახავდეს დაკითხვის მთელ მიმდინარეობას. დაკითხვის ნაწილის ჩაწერა, აგრეთვე იმავე დაკითხვისას მიცემული ჩვენების გამეორება სპეციალურად ჩაწერისათვის დაუშვებელია.

4.დაკითხვის დამთავრებისთანავე ხმის ჩანაწერი მთლიანად უნდა მოასმენინონ დასაკითხს და ჰკითხონ, სურს თუ არა რაიმე დაუმატოს ან დააზუსტოს და ადასტურებს თუ არა ჩანაწერის სისწორეს. ხმის ჩაწერის შემდეგ დასაკითხის დამატებითი ჩვენებაც ფირზე იწერება.

5.ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით მისი ჩვენება შეიძლება ჩაწერილ იქნეს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, მოწმის ან დაზარალებულის დაკითხვისას შეიძლება ხმის ჩაწერა. 2. გამომძიებელი გადაწყვეტილებას იღებს ხმის ჩაწერის შესახებ და ამის თაობაზე დასაკითხს აცნობებს დაკითხვის დაწყებამდე. 3. ხმის ჩანაწერი უნდა ასახავდეს დაკითხვის მთელ მიმდინარეობას. დაკითხვის ნაწილის ჩაწერა, აგრეთვე იმავე დაკითხვისას მიცემული ჩვენების გამეორება სპეციალურად ჩაწერისათვის დაუშვებელია. 4. დაკითხვის დამთავრებისთანავე ხმის ჩანაწერი მთლიანად უნდა მოასმენინონ დასაკითხს და ჰკითხონ, სურს თუ არა რაიმე დაუმატოს ან დააზუსტოს და ადასტურებს თუ არა ჩანაწერის სისწორეს. ხმის ჩაწერის შემდეგ დასაკითხის დამატებითი ჩვენებაც ფირზე იწერება. 5. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის შუამდგომლობით მისი ჩვენება შეიძლება ჩაწერილ იქნეს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    304-ე მუხლის მე-2 ნაწილში ამოღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან დამცველის წინააღმდეგობით ხმის ჩაწერის აკრძალვა; დაემატა 5. ნაწილი მათი შუამდგომლობით საკუთარი ტექნიკური საშუალებით ჩაწერის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
361121981481691401181151149¹2152304
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ზოგადი ადმ…პოლიციის შესახებ