საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 303. დაკითხვის მიმდინარეობისა და შედეგების დაფიქსირება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში.

2.დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე გამოსახულების ან/და ხმის ჩაწერის შესაბამისი ტექნიკური საშუალება. დაკითხვა ყოველთვის უნდა ჩაიწეროს ამგვარი ტექნიკური საშუალებით, თუ დასაკითხი პირი შუამდგომლობს დაკითხვის ჩაწერაზე და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს ჩაწერას.

3.ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე შეკითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა.

4.ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა მოქმედება. დაკითხვის ტექნიკური საშუალებებით ჩანაწერი ერთვის დაკითხვის ოქმს.

5.დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი თხოვნით ოქმს წაუკითხავს გამომძიებელი ან პროკურორი.

6.დაკითხულის მოთხოვნა ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანის თაობაზე აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

7.დასაკითხს უფლება აქვს თვითონ დაწეროს ჩვენება.

8.ოქმის წაკითხვის შემდეგ დასაკითხი ხელმოწერით ადასტურებს ჩვენების ჩანაწერის სისწორეს, ხელს აწერს ოქმის ბოლოს, ხოლო თუ ჩვენება რამდენიმე გვერდზეა, ხელს აწერს თითოეულ გვერდს.

9.თუ დაკითხვაში მონაწილეობს თარჯიმანი, იგი ზეპირად უთარგმნის დასაკითხს მისი ჩვენების ჩანაწერს, ხოლო წერილობით – მისი ხელით დაწერილ ჩვენებას. თარჯიმანი ხელს აწერს ჩვენების ჩანაწერს ოქმის ბოლოს და მის თითოეულ გვერდს ცალ-ცალკე, აგრეთვე დასაკითხის ხელით დაწერილი ჩვენების თარგმანს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაკითხვის მიმდინარეობა და შედეგები ფიქსირდება დაკითხვის ოქმში. 2. დაკითხვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე გამოსახულების ან/და ხმის ჩაწერის შესაბამისი ტექნიკური საშუალება. დაკითხვა ყოველთვის უნდა ჩაიწეროს ამგვარი ტექნიკური საშუალებით, თუ დასაკითხი პირი შუამდგომლობს დაკითხვის ჩაწერაზე და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს ჩაწერას. 3. ჩვენება ოქმში უნდა ჩაიწეროს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით. კითხვა-პასუხი ფიქსირდება ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც დაკითხვისას. ოქმში შეტანილ უნდა იქნეს ის შეკითხვაც, რომელიც განარიდა გამომძიებელმა ან პროკურორმა, აგრეთვე შეკითხვა, რომლის პასუხის გაცემაზედაც უარი თქვა დასაკითხმა. 4. ოქმში თანამიმდევრულად უნდა დაფიქსირდეს დაკითხვისას ჩატარებული ყველა მოქმედება. დაკითხვის ტექნიკური საშუალებებით ჩანაწერი ერთვის დაკითხვის ოქმს. 5. დაკითხვის დამთავრებისთანავე ოქმი წასაკითხად წარედგინება დაკითხულს, ან მისი თხოვნით ოქმს წაუკითხავს გამომძიებელი ან პროკურორი. 6. დაკითხულის მოთხოვნა ოქმში შესწორებისა და დამატების შეტანის თაობაზე აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. 7. დასაკითხს უფლება აქვს თვითონ დაწეროს ჩვენება. 8. ოქმის წაკითხვის შემდეგ დასაკითხი ხელმოწერით ადასტურებს ჩვენების ჩანაწერის სისწორეს, ხელს აწერს ოქმის ბოლოს, ხოლო თუ ჩვენება რამდენიმე გვერდზეა, ხელს აწერს თითოეულ გვერდს. 9. თუ დაკითხვაში მონაწილეობს თარჯიმანი, იგი ზეპირად უთარგმნის დასაკითხს მისი ჩვენების ჩანაწერს, ხოლო წერილობით – მისი ხელით დაწერილ ჩვენებას. თარჯიმანი ხელს აწერს ჩვენების ჩანაწერს ოქმის ბოლოს და მის თითოეულ გვერდს ცალ-ცალკე, აგრეთვე დასაკითხის ხელით დაწერილი ჩვენების თარგმანს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    303-ე მუხლში დაკითხვის ტექნიკური ჩაწერა ახლებურად რეგულირდება, დასაკითხი პირის შუამდგომლობით ჩაწერა სავალდებულო ხდება, ხოლო მე-3 და მე-5 ნაწილებიდან მომკვლევი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3622112294041288125148134135113303
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს ზოგადი ადმ…სისხლის სამართლის საერ…სააღსრულებო წარმოებათა…