საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 305. მოწმის დაკითხვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის დასადგენად.

2.მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან, გამომძიებელი იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა დაკითხვის დამთავრებამდე.

3.დაკითხვამდე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს მოწმის ვინაობა, აუხსნას, რა საქმეზეა გამოძახებული, და გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმეს უნდა განუმარტონ, რომ იგი ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავების მამხილებელი ჩვენება. გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს მოწმის დამოკიდებულება ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის მიმართ.

4.დაკითხვის დაწყებისთანავე მოწმეს უნდა შესთავაზონ თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება მას დაუსვან კითხვები.

5.მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

6.მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. მოწმის იდენტიფიკაცია ხდება დაკითხვის ადგილას შესაბამისი სასამართლოს მიერ. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, აგრეთვე ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის ვინაობის დასადგენად. 2. მოწმე უნდა დაიკითხოს სხვა მოწმეთაგან განცალკევებით. ამასთან, გამომძიებელი იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს არ ჰქონდეთ ურთიერთობა დაკითხვის დამთავრებამდე. 3. დაკითხვამდე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს მოწმის ვინაობა, აუხსნას, რა საქმეზეა გამოძახებული, და გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმეს უნდა განუმარტონ, რომ იგი ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავების მამხილებელი ჩვენება. გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს მოწმის დამოკიდებულება ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის მიმართ. 4. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწმეს უნდა შესთავაზონ თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმის შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება მას დაუსვან კითხვები. 5. მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. 6. მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. მოწმის იდენტიფიკაცია ხდება დაკითხვის ადგილას შესაბამისი სასამართლოს მიერ. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2002 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    305-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი მოწმის დისტანციური დაკითხვის შესახებ, მხარეთა წინასწარი შეტყობინებითა და დაკითხვის ადგილას სასამართლოს მიერ იდენტიფიკაციით.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    305-ე მუხლიდან ამოღებულია მე-5 ნაწილი მოწმის ადვოკატის დაკითხვაზე დასწრების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2001

    305-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი მოწმის თხოვნით მისი ადვოკატის დაკითხვაზე დასწრების შესახებ და ადვოკატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
362561481401473733321181151149¹215224305
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…