საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 306. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები.

2.არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა ტარდება არასრულწლოვანი მოწმის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არარსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

3.დაკითხვის დაწყებამდე ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირებს უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ დაესწრონ დაკითხვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და, გამომძიებლის ნებართვით, დასვან შეკითხვები. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვები, რომლებიც საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ ისინი ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

4.14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არასრულწლოვანი მოწმე შეიძლება დაიკითხოს იმ პირობით, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით წარმოადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ცნობები. 2. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა ტარდება არასრულწლოვანი მოწმის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. 7 წლამდე ასაკის მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან მისი არარსებობისას მეურვის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. 3. დაკითხვის დაწყებამდე ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირებს უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ დაესწრონ დაკითხვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და, გამომძიებლის ნებართვით, დასვან შეკითხვები. გამომძიებელს უფლება აქვს განარიდოს კითხვები, რომლებიც საქმეს არ ეხება ან მისახვედრია, მაგრამ ისინი ოქმში უნდა იქნეს შეტანილი. 4. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2003

    306-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია ასაკის მითითება, ხოლო მე-2 ნაწილში პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრება ყველა არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვაზე ვრცელდება და არა მხოლოდ 16 წლამდეზე.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    მე-4 ნაწილში მოწმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების გამონაკლისის ასაკობრივი ზღვარი 16-დან 14 წლამდე შეიცვალა.

  3. მე-2 პუნქტში პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრების ასაკობრივი ზღვარი 14 წლიდან 16 წლამდე შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4¹1521481476211849215215261416306
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…იურიდიული დახმარების შ…პოლიციის შესახებ