2.ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.
3.დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელმა და პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.
4.დაკითხვის დაწყებისთანავე ეჭვმიტანილს უნდა შესთავაზონ, რომ მისცეს ჩვენება ეჭვისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისათვის.
5.ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა იხელმძღვანელონ ბრალდებულის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. (ამოღებულია).2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს ჩვენება მისცეს დამცველის თანდასწრებით. თუ შეუძლებელია დამცველის მონაწილეობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მისი მონაწილეობა უზრუნველყონ და განუმარტონ დაკავებულს, რომ დამცველის მოსვლამდე უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება.3. დაკითხვის დაწყებამდე გამომძიებელმა და პროკურორმა ეჭვმიტანილს უნდა აცნობონ ეჭვის არსი და განუმარტონ მისი უფლებები.4. დაკითხვის დაწყებისთანავე ეჭვმიტანილს უნდა შესთავაზონ, რომ მისცეს ჩვენება ეჭვისა და სხვა გარემოებათა შესახებ, რომელთაც, მისი აზრით, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმისათვის.5. ეჭვმიტანილის დაკითხვისას უნდა იხელმძღვანელონ ბრალდებულის დაკითხვისათვის დადგენილი წესით.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
310-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც დაკავებული ეჭვმიტანილის დაკავებიდან 24 საათში დაკითხვას ითვალისწინებდა, ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
310-ე მუხლის პირველ ნაწილში 24-საათიანი ვადა დაკავების მომენტიდან აითვლება, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილებიდან მომკვლევი ამოღებულია.