Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 323

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 323. ამოღებისა და ჩხრეკის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 120. ამოღებისა და ჩხრეკის წესი
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.

2.ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.

3.გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.

4.გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.

5.ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

6.ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.

7.ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.

8.ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში.

9.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით. 2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს. 3. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი. 4. გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე. 5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით. 6. ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა. 7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი. 8. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში. 9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    323-ე მუხლის მე-7–მე-9 პუნქტებში ჩხრეკისა და ამოღების მონაწილე სუბიექტებიდან ამოღებულია მომკვლევი, ჩხრეკის საფუძვლად დასახელებულია მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება, ხოლო მე-8 პუნქტში ნივთების წარდგენის, აღწერის, შეფუთვისა და დალუქვის წესი ახლებურად ჩამოყალიბდა. მე-9 პუნქტში დაზიანებისგან თავის არიდება შეძლებისდაგვარად არის დადგენილი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 322შემდეგი მუხლი 324

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხლი 160) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ჩხრეკა და ამოღება (დაცვა)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქურდობა სადგომში შეღწევის გზით (მუხლი 177)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჩხრეკა და ამოღება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 1 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2005
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 321

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 120ამოღებისა და ჩხრეკის წესი
  • 121პირადი ჩხრეკა
  • 119ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი და საფუძველი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 53ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი

პროკურატურის შესახებ

  • 47მოთხოვნა
  • 26თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვა
  • 34თანამდებობის დაკავების წესი და კრიტერიუმები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 25სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულების წესი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

  • 7ექსპროპრიაციამდე ჩასატარებელი მოქმედებები

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 16ინსპექტირების განხორციელების წესი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7253211201211195377¹ (დ…47263416323
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პროკურატურის შესახებსაქართველოს გარემოს და…დანაშაულის პრევენციის,…