საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 345. ჩვენების ადგილზე შემოწმების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება 344–346-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2.ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით.

3.გამომძიებელი ან პროკურორი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას, წინადადებას აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს განუმარტავს ამ მოქმედების მიზანსა და წესს. თუ ამოწმებენ მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებას, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4.რამდენიმე პირის ჩვენების ადგილზე ერთდროული შემოწმება დაუშვებელია.

5.ჩვენების მიმცემი პირი 344-ე მუხლში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე.

6.საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.

7.ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი ან კვალი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დათვალიერებულ და ამოღებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება 344–346-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 2. ჩვენების ადგილზე შემოწმებას ატარებს გამომძიებელი ან პროკურორი. შემოწმებაში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი და ექსპერტი, აგრეთვე ეჭვმიტანილი, ბრალდებული და დამცველი, თუ ეს მოქმედება ტარდება მათი შუამდგომლობით. 3. გამომძიებელი ან პროკურორი საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას, წინადადებას აძლევს ჩვენების მიმცემ პირს დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს განუმარტავს ამ მოქმედების მიზანსა და წესს. თუ ამოწმებენ მოწმის ან დაზარალებულის ჩვენებას, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. 4. რამდენიმე პირის ჩვენების ადგილზე ერთდროული შემოწმება დაუშვებელია. 5. ჩვენების მიმცემი პირი 344-ე მუხლში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და მისახვედრი კითხვების გარეშე. 6. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების განმეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. 7. ადგილზე შემოწმების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი ან კვალი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დათვალიერებულ და ამოღებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    345-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია დამსწრეთა მონაწილეობით შემოწმების ჩატარება, ხოლო მე-6 პუნქტიდან — მომკვლევი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15812215910²344346127130114232218178345
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სააღმზრდელო საქმიანობი…საქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებ