საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 515. სხვა საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს განაჩენის დადგენისთანავე

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხანდაზმული მშობლები, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც მეთვალყურეობისა და დახმარების გარეშე რჩება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთანავე გამოაქვს განჩინება იმის შესახებ, რომ მათზე მზრუნველობა ან მეურვეობა დაეკისროს ნათესავს, სხვა პირს მათი თანხმობით, ან სათანადო დაწესებულებას, ხოლო თუ მსჯავრდებულს აქვს ქონება ან ბინა, რომელიც უმეთვალყურეოდ რჩება, – განჩინება იმის შესახებ, რომ მისი დაცვა ევალება სათანადო ორგანოს.

2.თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა 81-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით, რაც დადგენილია კანონმდებლობით .

3.შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ან კერძო განჩინება (დადგენილება), თუ არსებობს საამისო საფუძველი.

4.სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანვე ამ მუხლში აღნიშნული ყველა საპროცესო გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა იქნეს წაკითხული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხანდაზმული მშობლები, კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, რომელიც მეთვალყურეობისა და დახმარების გარეშე რჩება, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთანავე გამოაქვს განჩინება იმის შესახებ, რომ მათზე მზრუნველობა ან მეურვეობა დაეკისროს ნათესავს, სხვა პირს მათი თანხმობით, ან სათანადო დაწესებულებას, ხოლო თუ მსჯავრდებულს აქვს ქონება ან ბინა, რომელიც უმეთვალყურეოდ რჩება, – განჩინება იმის შესახებ, რომ მისი დაცვა ევალება სათანადო ორგანოს. 2. თუ საქმეში დამცველად ან წარმომადგენლად მონაწილეობდა 81-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ადვოკატი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გადაუხადონ თანხა იმ ოდენობით, რაც დადგენილია კანონმდებლობით . 3. შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ან კერძო განჩინება (დადგენილება), თუ არსებობს საამისო საფუძველი. 4. სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანვე ამ მუხლში აღნიშნული ყველა საპროცესო გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა იქნეს წაკითხული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    515-ე მუხლის მე-3 ნაწილში კერძო განჩინებასთან ერთად სასამართლოს განაჩენის დადგენისთანავე განჩინების გამოტანაც შეუძლია.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    მე-3 ნაწილში განჩინების ან კერძო განჩინების გამოტანის მომენტად განაჩენის ნაცვლად შემაჯამებელი გადაწყვეტილება დასახელდა და აქტების სახეებს დაემატა დადგენილება.

  3. 515-ე მუხლის მე-2 პუნქტში დანიშნული ადვოკატის საფუძვლად მითითებულია 8¹ მუხლი, ხოლო ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381²231281¹12751201112881178260269593515
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…