1.დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ანდა, რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.
2.იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.
3.დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
4.დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
5.პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს კამათის დაწყებამდე.
6.თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).
7.დაზარალებული საჯარო ან კერძო-საჯარო ბრალდების საქმის გამო არის სუბსიდიური ბრალმდებელი, ხოლო კერძო ბრალდების საქმის გამო – კერძო ბრალმდებელი. დაზარალებულს სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას კერძო ბრალდებაზე ან ბრალდების მხარდაჭერაზე.
8.თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს ეს განჩინება (დადგენილება).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ანდა, რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.2. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით.3. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.4. დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს პირი დაზარალებულად ცნოს კამათის დაწყებამდე.6. თუ სამოქალაქო სარჩელის წარმდგენი დაზარალებული სამოქალაქო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, ეს აისახება განჩინებაში (დადგენილებაში) პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ ან ცალკე გამოტანილ განჩინებაში (დადგენილებაში).7. დაზარალებული საჯარო ან კერძო-საჯარო ბრალდების საქმის გამო არის სუბსიდიური ბრალმდებელი, ხოლო კერძო ბრალდების საქმის გამო – კერძო ბრალმდებელი. დაზარალებულს სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას კერძო ბრალდებაზე ან ბრალდების მხარდაჭერაზე.8. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განჩინების (დადგენილების) გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს ეს განჩინება (დადგენილება).საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №53 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
მე-5 ნაწილში დაზარალებულად ცნობის ვადის ზღვარი სასამართლო გამოძიების დაწყებიდან კამათის დაწყებამდე შეიცვალა.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
მე-4 ნაწილში დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამომტანთა წრიდან მომკვლევი ამოღებულია; მე-5 ნაწილში ამოღებულია საქმის დამატებით გამოძიებაზე დაბრუნების წესი.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004
პირველ ნაწილში დაზარალებულის ცნება გაფართოვდა: დაზარალებული შეიძლება იყოს სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი.
68-ე მუხლში სარევიზიო ინსტანციის სასამართლო ამოღებულია იმ ინსტანციათა ჩამონათვალიდან, რომლებშიც დაზარალებულად ცნობის საფუძვლის აღმოჩენისას საქმე დამატებით გამოძიებას უბრუნდება.