საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 13. საკრებულოს თანამდებობების პირები და მათი უფლებამოსილებანი

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ორი მოადგილე; გ) საკრებულოს მუდმივ და დროებით კომისიათა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები; დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.

2.საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარე ჩაითვლება არჩეულად, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

3.საკრებულოს თავმჯდომარე: ა ) ხელმძღვანელობს საკრებულოს მუშაობას ; ორგანიზებას უწევს საკრებულოს სხდომების მომზადებას ; თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომებს ; უზრუნველყოფს სხდომაზე აზრის თავისუფლად გამოხატვას ; იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს ; ბ) წარმოადგენს საკრებულოს ამ კანონითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს მუდმივი და დროებითი კომისიების მუშაობას; დ) იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომებს; ე) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, განცხადებებს, მიმართვებს და სხვა დოკუმენტებს; ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად. ზ ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას ; თ) ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს; ი)  გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ცალკეული წევრის, საკრებულოს აპარატის უფროსისა და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს.

4.საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5.საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების არჩევის წესი დგინდება საკრებულოს რეგლამენტით .

6.საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისას მის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

7.(ამოღებულია).

8.საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები იღებენ გასამრჯელოს. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1991-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.82 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2339ა-სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.207 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 13 მუხლში საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას დაემატა დღის წესრიგის დადგენა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მივლინებებზე გადაწყვეტილების მიღება.

  2. მე-6 პუნქტში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად განისაზღვრა პირველი მოადგილე, მისი არყოფნისას კი ერთ-ერთი მოადგილე. მე-8 პუნქტში გასამრჯელო გავრცელდა პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე და ამოღებულია სხვა თანამდებობისა და საქმიანობის აკრძალვა.

  3. 13-ე მუხლში საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს დაემატა საკრებულოს ბიუროს სხდომების მოწვევა და თავმჯდომარეობა.

  4. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    მე-13 მუხლში საკრებულოს მდივნის თანამდებობა შეიცვალა თავმჯდომარის მოადგილით („ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 და მე-6 პუნქტები), ხოლო მე-8 პუნქტით დაწესდა გასამრჯელო და სხვა თანამდებობისა და საქმიანობის აკრძალვა ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისთვის.

  5. მე-13 მუხლს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ორგანიზაციულ საკითხებზე სამართლებრივი აქტის ფორმად განკარგულება განისაზღვრა.

  6. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულია: საკრებულოს მდივნის მიერ სხდომის მოწვევისა და თავმჯდომარეობის წესი, თავმჯდომარის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრებისა და ჩხრეკის თაობაზე თანხმობის განხილვისას, აღარ არსებობს.

  7. მე-13 მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლითაც თავმჯდომარის სისხლისსამართლებრივ დევნასთან, დაკავებასთან, დაპატიმრებასა და ჩხრეკასთან დაკავშირებული თანხმობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს მდივანი; ყოფილი მე-8 პუნქტი გადანომრდა მე-9-ად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1414¹32713758131154021191411813
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …