Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 15

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 15. პასუხისმგებლობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025
თემები:პიროვნული დაზიანებასამთო მოპოვებანარჩენების მართვაზემოქმედების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად. დანართი I:     სახიფათო ნარჩენის საინფორმაციო ფურცელი სახიფათო ნარჩენის კოდი .................... სახიფათო ნარჩენის დასახელება ............................ სახიფათო თვისებები კლასიფიკაციის სისტემა H კოდები საშიშროების კლასი ძირითადი: დამატებითი: პროცესი/საქმიანობა, რომლის შედეგად წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები ფიზიკური თვისებები მყარი □ თხევადი □ ლექი □ აირი □ შენიშვნა ქიმიური თვისებები მჟავა □ ტუტე □ ორგანული □ არაორგანული □ ხსნადი □ უხსნადი □ შენიშვნა გამოსაყენებელი შეფუთვის ან კონტეინერის სახეობა .................... საშიშროების ნიშნები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს შენახვის/ტრანსპორტირების დროს ............................ პირველადი დახმარება ....................................... ზომები საგანგებო სიტუაციის დროს ................................ საინფორმაციო ფურცლის შევსების ინსტრუქცია ნარჩენების ნუსხის მიხედვით, სახიფათო ნარჩენებად კლასიფიკაციისთანავე, ასეთი ნარჩენების წარმომქმნელმა უნდა მოამზადოს სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი. ეს ფურცელი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნარჩენების წარმოშობის, კლასიფიკაციისა და სახიფათო თვისებების შესახებ, ასევე, ინფორმაციას უსაფრთხოების ზომებისა და პირველადი დახმარების შესახებ ავარიის შემთხვევისთვის. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნების ნიმუშებს კონტეინერების/სატრანსპორტო საშუალებების მარკირებისთვის, რომლებიც შეიცავენ/გადაზიდავენ სახიფათო ნარჩენებს. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი თან უნდა ახლდეს სახიფათო ნარჩენების ყოველ გადაზიდვას. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ● სახიფათო ნარჩენის კოდი – მიუთითეთ სახიფათო ნარჩენის კოდი ნარჩენების ნუსხის მიხედვით, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს № 426 დადგენილების შესაბამისად; ● სახიფათო ნარჩენების დასახელება – მიუთითეთ სახიფათო ნარჩენების დასახელება ნარჩენების ნუსხის მიხედვით, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების შესაბამისად; ● სახიფათო ნარჩენების თვისებები – მიუთითეთ ინფორმაცია ძირითად და დამატებით სახიფათო თვისებებზე, რომლებიც გააჩნია ან შეიძლება გააჩნდეს ნარჩენებს. სახიფათო თვისებები ჩამოთვლილია ნარჩენების მართვის კოდექსის დანართ 3-ში. საშიშროების კლასები - ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების დანართ 5-ში. ● პროცესი/საქმიანობა, რომლის შედეგად წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები – მოკლედ აღწერეთ პროცესი ან საქმიანობა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა სახიფათო ნარჩენები. ხაზი გაუსვით მასალებს, რომლებიდანაც რჩება ნარჩენები. ● ფიზიკური თვისებები – განსაზღვრეთ ნარჩენების ფიზიკური მდგომარეობა სათანადო სიტყვის მონიშვნით. თუ არსებობს დამატებითი რელევანტური ინფორმაცია ნარჩენების ფიზიკური თვისებების შესახებ, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში. ● ქიმიური თვისებები – განსაზღვრეთ ნარჩენების ქიმიური თვისებები სათანადო სიტყვის მონიშვნით. თუ არსებობს დამატებითი რელევანტური ინფორმაცია ნარჩენების ქიმიური თვისებების შესახებ, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში. ● გამოსაყენებელი შეფუთვის ან კონტეინერის სახეობა – თუ არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა სახიფათო ნარჩენების შეფუთვის ან კონტეინერის შესახებ შენახვის ან ტრანსპორტირების დროს, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში. ● საშიშროების ნიშნები, რომლებიც გამოიყენება შენახვის/ტრანსპორტირების დროს – განსაზღვრეთ საშიშროების ნიშნები, ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების დანართი 5-ის შესაბამისად, ნარჩენების სახიფათო თვისებების მიხედვით. ● პირველადი დახმარება – მიუთითეთ ინფორმაცია სპეციალური პირველადი დახმარების თაობაზე სახიფათო ნარჩენებით გამოწვეული დაზიანების დროს. ● ზომები საგანგებო სიტუაციის დროს – მიუთითეთ ინფორმაცია განსაკუთრებული ზომების შესახებ, რომლებიც უნდა იქნას მიღებული სახიფათო ნარჩენების დაღვრის, შეფუთვის დარღვევის ან სხვა ავარიული გამოთავისუფლების დროს. დანართი II:    სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა გამგზავნი კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი მიმღები კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი დატვირთვის ადგილი კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი გადმოტვირთვის ადგილი კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი გადამზიდველი №1 კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ტელეფონი: ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი: ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი: სარკინიგზო გადაზიდვა N: გადამზიდველი № 2 კომპანია საკონტაქტო პირი: მისამართი/ტელეფონი: ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი: ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი: სარკინიგზო გადაზიდვა­­ N: ტრანსპორტირება 7. № 8. ნარჩენის კოდი 9. ნარჩენის დასახელება 10. ოდენობა (კგ) დადასტურება:

11.ნარჩენები გადაეცა გადამზიდველს 12. ნარჩენები მიიღო გადამზიდველმა 13. ნარჩენები გადაეცა მიმღებს 14. ნარჩენები მიღებულია შენახვის/აღდგენის/განთავსების მიზნით თარიღი/დრო თარიღი/დრო თარიღი/დრო თარიღი/დრო გამგზავნის ხელმოწერა გადამზიდველის ხელმოწერა გადამზიდველის ხელმოწერა მიმღების ხელმოწერა ნაწილი ა: სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსების ინსტრუქცია გამგზავნი = იურიდიული პირი, რომელიც არის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ინიციატორი. მიმღები = იურიდიული პირი, რომელიც იღებს სახიფათო ნარჩენებს. დატვირთვის ადგილი = სახიფათო ნარჩენების რეალური დატვირთვის ადგილი (რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს გამგზავნის მისამართს). გადმოტვირთვის ადგილი = ადგილი, სადაც რეალურად ხდება სახიფათო ნარჩენების გადმოტვირთვა (შენახვის, დამუშავების ობიექტი, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს მიმღების მისამართს). გადამზიდველი N1 = იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებას; მოიცავს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რეგისტრაციის ნომერს ან/და სარკინიგზო გადაზიდვის ნომერს. გადამზიდველი N2 = ასეთის არსებობის შემთხვევაში, იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებას; მოიცავს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რეგისტრაციის ნომერს ან/და სარკინიგზო გადაზიდვის ნომერს. თუ ხორციელდება რამდენიმე სახის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება, საჭიროა მათი დანომვრა. გადაზიდული ნარჩენების კოდები ნარჩენების ნუსხის შესაბამისად. გადაზიდული ნარჩენების დასახელება ნარჩენების ნუსხის შესაბამისად. ტრანსპორტირების მასა ნეტო. გამგზავნის დადასტურება იმის თაობაზე, რომ ნარჩენები გადაეცა გადამზიდველს №1. გადამზიდველის დადასტურება ნარჩენების მიღების თაობაზე. გადამზიდველის დადასტურება, რომ ნარჩენების გადაეცა მიმღებს. მიმღების დადასტურება იმის თაობაზე, რომ მან მიიღო ნარჩენები შენახვის, აღდგენის ან განთავსების მიზნით. ნაწილი ბ: სახიფათო ნარჩენების გადაზიდვის ტრანსპორტირების ფორმის გამოყენების ინსტრუქცია სახიფათო ნარჩენების გამგზავნი – ტრანსპორტირების დაწყებამდე ელექტრონულ სისტემაში ავსებს და სამინისტროში აგზავნის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმას. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი – ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ შევსებულ სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმაში ადასტურებს ნარჩენების მიღებას. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია სახიფათო ნარჩენები მიიტანოს ტრანსპორტირების ფორმაში დასახელებულ ნარჩენების მიმღებთან. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ გადამზიდველი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ადასტურებს სახიფათო ნარჩენების მიმღებისთვის ჩაბარებას. მიმღები – სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმაში ადასტურებს შენახვის/აღდგენის/განთავსების მიზნით სახიფათო ნარჩენების მიღებას და ელექტრონული სისტემის მეშვეობით აგზავნის ინფორმაციას სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დასრულების შესახებ.

წინა მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტოქსიკური ზიანის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი
  • სამრეწველო ნარჩენების მართვასერვისის გვერდი
  • საშიში მასალების მართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 18სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 17სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი ვალდებულებები

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 4სახიფათო ნარჩენებისა და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია
  • 7ნარჩენებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 13²სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ზედამხედველობა და მონიტორინგი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 24ქიმიური უსაფრთხოება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 12პასუხისმგებლობა წესების დარღვევისათვის

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 63პასუხისმგებლობის საფუძვლები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 15ტერმინთა განმარტება

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 14პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²244734156312183171415
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს სარკინიგზო…საზოგადოებრივი ჯანმრთე…სახელმწიფო საზღვრის რე…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025