Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 9

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9. შეგროვების სისტემის დაგეგმვა და განხორციელება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025
თემები:ინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალური ნარჩენების ეფექტიანი შეგროვების სისტემის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა გაითვალისწინონ: ა) შესაგროვებელი ნარჩენების მახასიათებლები და ნარჩენების შეგროვების სისტემის დაფარვის ზონა; ბ) მუნიციპალური ნარჩენების შესაგროვებლად  ისეთი ტექნიკის შერჩევა, რომელიც ეფექტიანია და შეესაბამება მუნიციპალიტეტის ადგილობრივ გეოგრაფიულ და სოციალურ–ეკონომიკურ პირობებს, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება; გ) მომსახურების ფარგლებში სხვადასხვა ქალაქის, სოფლის და დაბის კატეგორიის დასახლების რელიეფის თავისებურებები, რამაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მეთოდებზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა არეალში.

2.ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა)  ფინანსური რესურსების გათვალისწინებით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი მომსახურების მიწოდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ბ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის გაუმჯობესება და გაფართოება არსებული გამოცდილების  გათვალისწინებით; გ) ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა,  მომსახურების განხორციელების ხარჯსარგებლიანობის თანამედროვე პრაქტიკის საფუძველზე; დ)   მუნიციპალური ნარჩენების ისეთი შემგროვებელი ავტომანქანებისა და კონტეინერების გამოყენება, რომელიც  უზრუნველყოფს ეკონომიურ, ხარისხიან და სტაბილურ მომსახურებას; ე) მოსახლეობასა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც იგი ემსახურება, რაც ასევე გამოიხატება მათ მონაწილეობაში სეპარირების სისტემის დანერგვაში და საერთო სარგებლობის კონტეინერების გამოყენებაში; ვ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის განვითარების მიზნით, არსებული სისტემის ოპერირებისას  საკმარისი ინფორმაციის მიღება ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ, რითაც დგინდება მისი გრძელვადიანი ეფექტიანობა და მდგრადი ინვესტირების დაგეგმვის საჭიროება, მათ შორის ტექნიკის დროული ჩანაცვლება; ზ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციის მოგროვება,  სამინისტროს ან სხვა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენად; თ) პერიოდული საჭირო ინვესტირება ტექნიკაში  (შემგროვებელი ავტომანქანა და კონტეინერი), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენების შეგროვების სისტემის სასურველ და ეფექტიან დონეზე შენარჩუნება და განვითარება; ი) მდგრადი ტექნიკური და მართვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით.

3.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემის დაგეგმვისა და შემუშავებისას, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს და მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს სათანადო შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას, მათ შორის უნდა გაითვალისწინოს  შემდეგი საკითხები: ა) რესურსების არასაკმარისი მობილიზება; ბ)  იმპორტირებულ ტექნიკაზე დამოკიდებულება; გ) დაფინანსების არასათანადო და არასაკმარისი წყაროები; დ) არასათანადო ტექნოლოგიების გამოყენება; ე) მენეჯერული და ტექნიკური უნარების  ნაკლებობა; ვ) არათანაბრად განაწილებული მომსახურება.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • MPC და ცივი შენახვის (cold storage) სისტემების დანერგვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 16მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება
  • 13მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
  • 7ნარჩენების

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 32მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ინტერესების გათვალისწინება
  • 28მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საფუძველი და ამ გეგმის ამოცანები
  • 31საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

  • 3ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
  • 12¹მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 75გამანაწილებელი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 20მუნიციპალიტეტის კომპეტენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34312¹71613732283175209
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს სივრცის და…ადგილობრივი მოსაკრებლე…საქართველოს საგადასახა…გარემოს დაცვის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025