Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 75

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 75. გამანაწილებელი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityგანახლებადი ენერგიარისკების მართვაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობასმარტ კონტრაქტის დეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უსაფრთხო, საიმედო, უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას. გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმის შემუშავებისას გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს გარემოს დაცვასთან, ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2.გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა მზადდება გადამცემი ქსელისა და გამანაწილებელი ქსელის წესების, აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციისა და ფიზიკურ დაგეგმვასთან დაკავშირებული ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესაბამისად.

3.გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს: ა) გამანაწილებელი ქსელის არსებული ინფრასტრუქტურის, მისი მდგომარეობის, დატვირთვის ხარისხობრივი მაჩვენებლის დეტალურ აღწერილობას, აგრეთვე შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ დროის პერიოდში ასაშენებელი ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას; ბ) სიმძლავრესთან დაკავშირებული საჭიროების შეფასებას, მათ შორის, საპროგნოზო მოთხოვნასა და მიწოდებას; გ) წარმოების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით წარმოების, „ჭკვიანი“ მრიცხველების განვითარების შესაძლო სცენარებს, აგრეთვე ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად მისაღებ ზომებს; დ) ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის ან/და მიწოდების დაკმაყოფილების მიზნით გამოსაყენებელი საშუალებებისა და განსახორციელებელი ინვესტიციების დეტალურ აღწერას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში გამანაწილებელი ქსელის ახალი ნაწილების მშენებლობას ან/და არსებული ქსელის გაუმჯობესებას, გამანაწილებელ ქსელებთან სათანადო მიერთების უზრუნველსაყოფად ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესებას ან მშენებლობას, აგრეთვე ინფორმაციას იმ აუცილებელი ინვესტიციების შესახებ, რომელთა განხორციელებაზედაც მიღებულია გადაწყვეტილება, მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსახორციელებელი, დამტკიცებული სამუშაოებისა და ინვესტიციების დეტალურ აღწერასა და შესაბამისი პროექტების განხორციელების გრაფიკს; ე) ხარისხის სამიზნე მაჩვენებლებს, გამანაწილებელ ქსელში წყვეტების ხანგრძლივობისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით, აგრეთვე ხარისხის კონტროლისა და მონაცემთა გაცვლის მოწყობილობებში შესაძლო ინვესტიციებს; ვ) მოქმედ და სამომავლოდ განსახორციელებელ გარემოსდაცვით პოლიტიკას გამანაწილებელი ქსელისა და დაკავშირებული მოწყობილობების დაგეგმილ განვითარებასთან მიმართებით; ზ) ქსელის მოვლა-პატრონობის პოლიტიკის აღწერას, რომლის განხორციელებითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს არსებული გამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების ეფექტიანობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა; თ) წინა კალენდარული წლის განმავლობაში ან შესაბამის შემთხვევაში დროის სხვა, განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელებული გადაუდებელი მოქმედებების ჩამონათვალს; ი) „ჭკვიანი“ ქსელის და საჭიროების შემთხვევაში „ჭკვიანი“ აღრიცხვის სისტემების გამოყენების თაობაზე ჩატარებული კვლევებისა და მათი შედეგებს შესახებ ინფორმაციას; კ) გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანი ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას ამ კანონითა და გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4.გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას ხუთწლიანი პერიოდისთვის შეიმუშავებს და ყოველწლიურად, მომდევნო ხუთი წლისთვის განაახლებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი.

5.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შესაბამის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციების შემდეგ განვითარებისა და ინვესტიციების შეთავაზებულ გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. კომისია წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს შესაბამის უწყებებთან, ენერგეტიკულ საწარმოებსა და არსებულ ან პოტენციურ სისტემით მოსარგებლეებთან. კონსულტაციების შედეგები ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. კომისია ამოწმებს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დაგეგმილი ინვესტიციები საკმარისია თუ არა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გავლის შედეგად გამოვლენილი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

6.თუ კომისია მიიჩნევს, რომ გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების წარდგენილი გეგმა არ იძლევა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ თავისი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას, იგი უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმაში კონკრეტული ცვლილებების შეტანა და ამ მიზნით განუსაზღვროს გონივრული ვადა.

7.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორს ყოველწლიურად აწვდის კომისიის მიერ დამტკიცებულ გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას.

წინა მუხლი 74შემდეგი მუხლი 76

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენტული გარემოს მიმოხილვა (competitive landscape)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო ინვესტორის პერსპექტივიდან ქართული ბაზრის ანალიზი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვალიდატორი ნოუდის გაშვება და მართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 53გადამცემი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები
  • 74გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 81გამანაწილებელი ქსელის წესები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 11მხარდაჭერის სქემები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 3ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 45შერწყმის პირობების პროექტი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 53დასახლებათა ტერიტორიების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა
  • 6ინტეგრირებული გეგმები და დარგობრივი გეგმები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5​ 1 . საგადახდო სისტემაზე წვდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
55361611537481222534575
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სივრცის და…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026