„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 11 (დანართი 1). აღდგენადი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარჩენების მართვის კოდექსის მე–16 მუხლის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების აღდგენადი და რეციკლირებადი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების დამოუკიდებელი სისტემის ეტაპობრივ შემოღებასა და ოპერირებას.

2.მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობის ან გაუმჯობესების მიზნით, სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების კომპონენტები  არ უნდა შეერიოს  სხვა ნარჩენებს ან განსხვავებული მახასიათებლების მქონე მასალებს, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

3.მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენების რეციკლირება და ამ მიზნით დანერგოს შერჩეული ნარჩენების კომპონენტების სეპარირებული შეგროვების სისტემა, რომელიც: ა)  გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ტექნიკური, თვალსაზრისით განხორციელებადია; ბ) აკმაყოფილებს სეპარირებულად შეგროვებული მასალების შესაბამისი ბაზრებისთვის საჭირო  ხარისხის სტანდარტებს.

4.ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში, ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შესაბამისად, სეპარირებული შეგროვება უნდა განხორციელდეს  ქაღალდის, მეტალის, პლასტიკის, მინისა და სხვა ნარჩენებისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 7 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3431613126 (და…32 (დ…33 (დ…8 (და…16 (დ…13 (დ…9 (და…24 (დ…11 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებსახიფათო ნარჩენების შე…ადგილობრივი მოსაკრებლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა