სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 31. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ეკონომიკურ აგენტებს უნაწილდებათ ინდიკატური გეგმის შესაბამისად.

2.ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ნაწილდება საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით. ამ მიზნით: ა) ეკონომიკური აგენტები საფინანსო დაწესებულებებში წარადგენენ საინვესტიციო პროექტებს, ბიზნეს-გეგმების ჩათვლით, და ეკონომიკური აგენტების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ამსახველ სხვა საჭირო დოკუმენტებს; ბ) საფინანსო დაწესებულებები შეისწავლიან საინვესტიციო პროექტებს, ბიზნეს-გეგმების ჩათვლით, ეკონომიკური აგენტების უნარიანობას – დააბრუნონ სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები, და იღებენ გადაწყვეტილებებს სახსრების განაწილების თაობაზე; გ) სახსრების განაწილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე საფინანსო დაწესებულებები აფორმებენ ხელშეკრულებებს კრედიტების მიმღებებთან და გადაურიცხავენ სახსრებს.

3.სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტებისათვის სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების მართვას უშუალოდ ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით მიღებული პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში: ა) განაწილების პროცედურა ისეთივეა, როგორიც ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილი პროცედურა, იმ განსხვავებით, რომ ეკონომიკური აგენტი მე-2 პუნქტში მითითებულ ყველა მასალას უშუალოდ წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, დარგობრივ სამინისტროებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან ერთად განსახილველად; ბ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მათი მართვისთვის მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროა პასუხისმგებელი. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 8 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233230289319855⁴1511761531
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…მიწის მიზნობრივი დანიშ…სპორტის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …საინვესტიციო ფონდების …დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა