სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 32. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ეკონომიკურ აგენტებს უნაწილდებათ ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს ყიდის აუქციონზე.

3.თუ იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების აუქციონზე გაყიდვა შეუძლებელია, ისინი ნაწილდება საქართველოს საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით, ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლების მე-2 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.

4.იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს, რომლებიც განეკუთვნება ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ ორგანიზაციებს, ანაწილებს უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5.სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ნაწილდება შემდეგი პირობებით: ა) სახსრები, რომლებიც ნაწილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დებულების შესაბამისად, შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი წლით; ბ) ეკონომიკური აგენტები სახელმწიფო საგარეო სესხების მისაღებად საფინანსო დაწესებულებებში წარადგენენ ბიზნეს-გეგმებს ზუსტად მითითებული იმპორტული პროდუქციის დანიშნულებითა და მასზე მოთხოვნილებით; გ) თუ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელი იმპორტის თანხა აღემატება 50 ათას აშშ დოლარს, მაშინ საქონლის შესყიდვა აუცილებლად ხდება ტენდერის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. [ გ) თუ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელი იმპორტის თანხა 50 000 აშშ დოლარს აღემატება, საქონლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2572 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4417– ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1705 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 8 აპრ. 1998-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ეკონომიკურ აგენტებს უნაწილდებათ ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს ყიდის აუქციონზე. 3. თუ იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების აუქციონზე გაყიდვა შეუძლებელია, ისინი ნაწილდება საქართველოს საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით, ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლების მე-2 პუნქტების დებულებათა შესაბამისად. 4. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს, რომლებიც განეკუთვნება ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ ორგანიზაციებს, ანაწილებს უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ნაწილდება შემდეგი პირობებით: ა) სახსრები, რომლებიც ნაწილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დებულების შესაბამისად, შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი წლით; ბ) ეკონომიკური აგენტები სახელმწიფო საგარეო სესხების მისაღებად საფინანსო დაწესებულებებში წარადგენენ ბიზნეს-გეგმებს ზუსტად მითითებული იმპორტული პროდუქციის დანიშნულებითა და მასზე მოთხოვნილებით; გ) თუ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელი იმპორტის თანხა აღემატება 50 ათას აშშ დოლარს, მაშინ საქონლის შესყიდვა აუცილებლად ხდება ტენდერის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2027 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2331302855⁴19930 (დ…63197186323432
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საგადასახა…სპორტის შესახებადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა