Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 47⁷

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 47⁷. დისტანციური სწავლება

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საგანმანათლებლო ტექნოლოგიებიტელემედიცინაპოლიტიკის შემუშავებაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.

2.დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.

4.დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს შერჩეული დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის მის გაცნობას.

5.იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტების ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებშიც დისტანციური სწავლება იქნება დაშვებული, ამტკიცებს მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.

6.საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.

7.საქართველოს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც უმაღლესი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

წინა მუხლი 47⁶შემდეგი მუხლი 47⁸

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დისტანციური დასაქმების პოლიტიკის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაშორებული კონსულტაციის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • ონლაინ სწავლების რეგულაციასერვისის გვერდი
  • RPC ენდპოინტების და ინფრასტრუქტურის კონფიგურაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 47⁴ელექტრონული სწავლება
  • 47⁶ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები
  • 46¹მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზები და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 6¹დისტანციური სწავლება
  • 2ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 12მოთხოვნები დისტანციური ხელშეკრულებისადმი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66²³სკოლაში სწავლების ფორმები

განათლების შესახებ

  • 6სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები

პენიტენციური კოდექსი

  • 134მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 11სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 26უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარება

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2უმაღლესი განათლების სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹2647⁴47⁶46¹66²³262111213447⁷
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…უმაღლესი განათლების შე…მომხმარებლის უფლებების…საერთო სასამართლოების …განათლების შესახებპენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026