Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 47⁴

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 47⁴. ელექტრონული სწავლება

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საგანმანათლებლო ტექნოლოგიებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიეთიკა და ანტიკორუფციაკორპორაციული და ინდივიდუალური განათლებაკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის ან მისი ნაწილის კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალების − სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარმართვას.

2.სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვას, აგრეთვე სასწავლო მასალების მიწოდებისთვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისთვის, ინტერაქციისთვის, სტუდენტთა შეფასებების ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელებისთვის,  მათი კონსულტირებისთვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას.

3.ელექტრონული სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის ერთსა და იმავე დროს განხორციელებას.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების თანამედროვე, ლიცენზირებული აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად, სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვისთვის გამოყენებას.

5.სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალს, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს შესთავაზოს, ელექტრონული სწავლების ფორმით გაიაროს სასწავლო კურსი/საგანი, რომელიც მოიცავს თეორიულ კომპონენტს და არ მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა, ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება და სხვა), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის ერთ გარემოში ერთდროულად, ფიზიკურად ყოფნას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტარდება.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმ სტუდენტისთვის, რომელიც არ აირჩევს თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის ელექტრონული სწავლების ფორმით გავლას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას და არაელექტრონული ფორმით, ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით განხორციელებას უზრუნველყოფს.

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის გავლის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების დაწყებამდე არაუგვიანეს 60 დღისა აცნობოს ამის თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობების შემოწმება.

9.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლო პროცესის მთლიანად ელექტრონული სწავლების ფორმით წარმართვას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული ფორმით ან ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებას აკრედიტაციის გავლის საფუძველზე მოიპოვებს. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4209 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №953 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

წინა მუხლი 47³შემდეგი მუხლი 47⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ეთიკის ტრენინგ პროგრამები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • EdTech შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბლოკჩეინ bridge-ების ინტეგრაცია cross-chain ტრანზაქციებისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 47⁷დისტანციური სწავლება
  • 25უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფა
  • 50¹ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 6¹დისტანციური სწავლება
  • 28³განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 19ელექტრონული სისტემა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 11სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება
  • 36პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

განათლების შესახებ

  • 6სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 4ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნები და პრინციპები

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2უმაღლესი განათლების სისტემა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 5ელექტრონული სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹28³4647⁷2550¹2113619547⁴
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…რეაბილიტაციისა და კრედ…პროფესიული განათლების …განათლების შესახებელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026