მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 12. მოთხოვნები დისტანციური ხელშეკრულებისადმი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრემ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, მკაფიოდ და გასაგებად. თუ ეს ინფორმაცია ხანგამძლე მატარებელზეა მიწოდებული, მისი აღქმა შესაძლებელი უნდა იყოს.

2.თუ დისტანციური ხელშეკრულება ელექტრონული საშუალების გამოყენებით იდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელს საქონლის ან მომსახურების შეკვეთისას ერთმნიშვნელოვნად ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ შეკვეთის განთავსება მომხმარებლისთვის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს. თუ მოვაჭრემ ამ პირობის შესრულება არ უზრუნველყო, მომხმარებელს გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.

3.სავაჭრო ვებგვერდზე არაუგვიანეს საქონლის ან მომსახურების შეკვეთის პროცესის დაწყებისა მკაფიო და გასაგები ფორმით უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია მის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია გადახდის საშუალების თაობაზე.

4.თუ ხელშეკრულება იდება დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, რომელიც არ იძლევა საკმარის დროსა და ადგილს იმისთვის, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს, ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სულ მცირე თავისი ვინაობის (სახელწოდების) შესახებ ინფორმაცია და ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. დისტანციური ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5.დისტანციური ხელშეკრულების სატელეფონო კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადების შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია სატელეფონო კომუნიკაციის დაწყებისთანავე მომხმარებელს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მიაწოდოს თავისი ვინაობის (სახელწოდების) ან იმ პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს იგი, და აცნობოს სატელეფონო კომუნიკაციის კომერციული მიზნის თაობაზე.

6.მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დისტანციური ხელშეკრულების დადება დაუდასტუროს ხანგამძლე მატარებელზე, ხელშეკრულების დადების შემდეგ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საქონლის მიწოდებისა ან უშუალოდ მომსახურების დაწყებისა. შესაბამისი დასტური უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„თ“ ქვეპუნქტებითა და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია დისტანციური ხელშეკრულების დადებამდე ხანგამძლე მატარებელზე მიაწოდა; ბ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის წინასწარ თანხმობას და დასტურს, რომ მას მიეწოდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

7.თუ მომხმარებელს სურს, მომსახურება გაწეულ იქნეს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელების ვადაში, მან ეს მოთხოვნა მოვაჭრეს ცხადად უნდა აცნობოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრემ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, მკაფიოდ და გასაგებად. თუ ეს ინფორმაცია ხანგამძლე მატარებელზეა მიწოდებული, მისი აღქმა შესაძლებელი უნდა იყოს. 2. თუ დისტანციური ხელშეკრულება ელექტრონული საშუალების გამოყენებით იდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელს საქონლის ან მომსახურების შეკვეთისას ერთმნიშვნელოვნად ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ შეკვეთის განთავსება მომხმარებლისთვის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს. თუ მოვაჭრემ ამ პირობის შესრულება არ უზრუნველყო, მომხმარებელს გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა. 3. სავაჭრო ვებგვერდზე არაუგვიანეს საქონლის ან მომსახურების შეკვეთის პროცესის დაწყებისა მკაფიო და გასაგები ფორმით უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია მის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია გადახდის საშუალების თაობაზე. 4. თუ ხელშეკრულება იდება დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, რომელიც არ იძლევა საკმარის დროსა და ადგილს იმისთვის, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს, ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სულ მცირე თავისი ვინაობის (სახელწოდების) შესახებ ინფორმაცია და ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. დისტანციური ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 5. დისტანციური ხელშეკრულების სატელეფონო კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადების შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია სატელეფონო კომუნიკაციის დაწყებისთანავე მომხმარებელს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მიაწოდოს თავისი ვინაობის (სახელწოდების) ან იმ პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს იგი, და აცნობოს სატელეფონო კომუნიკაციის კომერციული მიზნის თაობაზე. 6. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დისტანციური ხელშეკრულების დადება დაუდასტუროს ხანგამძლე მატარებელზე, ხელშეკრულების დადების შემდეგ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საქონლის მიწოდებისა ან უშუალოდ მომსახურების დაწყებისა. შესაბამისი დასტური უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„თ“ ქვეპუნქტებითა და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია დისტანციური ხელშეკრულების დადებამდე ხანგამძლე მატარებელზე მიაწოდა; ბ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის წინასწარ თანხმობას და დასტურს, რომ მას მიეწოდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 7. თუ მომხმარებელს სურს, მომსახურება გაწეულ იქნეს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელების ვადაში, მან ეს მოთხოვნა მოვაჭრეს ცხადად უნდა აცნობოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 აპრ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1213 (დ…6410513142611895394112
მითითებამნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …ტურიზმის შესახებენერგოეტიკეტირების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა