თუ გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წლიური საშემოსავლო , ქონების ან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე და გადაიხდის იმ დროისათვის მოსალოდნელ გადასახადსაც , დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 3 თვით . ამ მუხლის თანახმად საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება არ მოქმედებს გადასახადის გადახდის დროზე და არ აჩერებს გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვას . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
მუხლი 96. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2
- საკასაციო არსებითი (T2)
გადასახადის გადახდისათვის თავის არიდების განზრახვა
დიდმა პალატამ განიხილა ბუნებრივი გაზის დანაკარგების აღრიცხვასთან დაკავშირებული გადასახადისაგან თავის არიდების ბრალდება. პალატის განმარტებით, სსკ 218-ით პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია დასაბეგრი ობიექტის განზრახ დამალვის ან შემცირების დადგენა, ხოლო გადასახადის დაკისრებისა და ოდენობის დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროს განეკუთვნება. სააპელაციო გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის პროკურატურას დაუბრუნდა; სასჯელი არ განსაზღვრულა.
- დაუშვებლობა (T5)
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გასაჩივრება
პალატამ განიხილა, ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სხვა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გასაჩივრების უფლება. მან განმარტა, რომ კანონიერად დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს როგორც საქმის, ისე კონკრეტული პირის მიმართ დევნის შეწყვეტა, თუ შესაბამისი საქმე მისი განცხადების საფუძველზეა აღძრული და მასში მისი კანონიერი ინტერესია გამოხატული. მოცემულ საქმეზე ეს პირობები არ არსებობდა: საჩივარი დაუშვებლად დარჩა განუხილველი, ხოლო რაიონული სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007
96-ე მუხლში ვადის ავტომატურად გაგრძელების წესი ეხება წლიურ საშემოსავლო, ქონების ან მოგების გადასახადის დეკლარაციას; სოციალური გადასახადი ნუსხიდან ამოვიდა.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლაშა სოზაშვილი
ფინანსური ასისტენტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

