საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 95. საგადასახადო დეკლარაცია

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო დეკლარაცია წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის წერილობით ანგარიშგებას მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების, შემოსავლის წყაროების, გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების, საგადასახადო შეღავათების, გამოანგარიშებული გადასახადის თანხის ან/და გადასახადის გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ.

2.გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადაში.

3.გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია ამ კოდექსის დებულებათა შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაცია თავისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ინფორმაციის მაგნიტური მატარებლით (დისკეტა, კომპაქტ-დისკი და სხვა) ან ელექტრონული ფოსტით, რომელიც იძლევა ასეთი ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების შესაძლებლობას.

4.გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში ან გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით. საგადასახადო ორგანოს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს საგადასახადო დეკლარაციის მიღებაზე და იგი ვალდებულია აღნიშნული დეკლარაციის ასლზე დაუსვას ბეჭედი და მიუთითოს მისი მიღების თარიღი. საგადასახადო დეკლარაციის დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის დღედ ჩაითვლება საგადასახადო დეკლარაციის გაგზავნის თარიღი.

5.საერთო-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გადასახადებზე საგადასახადო დეკლარაციების ფორმებსა და საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესის შესახებ ინსტრუქციებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6.საგადასახადო დეკლარაციას ხელს აწერს გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.

7.თუ გადასახადის გადამხდელი არ წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას , გარკვეული პერიოდის განმავლობაში ( დროებით ) აღარ ახორციელებს სამეურნეო ოპერაციებს და ამ პერიოდში უნდა განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება , მას უფლება აქვს , აღნიშნული პერიოდების მიხედვით არ წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები ( გაანგარიშებები ), გარდა საშემოსავლო , მოგებისა და ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციებისა .

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, რომლის მიხედვით მისი შემოსავლები, ხარჯები და საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით ნულის ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება დაგვიანებით წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციად.

9.ფიზიკურ პირს ( სამეწარმეო - ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის გარდა ), რომელიც მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს ( გარდა ამ კოდექსის 217- ე მუხლის მე -12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ), უფლება აქვს არ წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია . ამ შემთხვევაში მის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად . ამასთანავე , თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით , იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო დეკლარაცია წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის წერილობით ანგარიშგებას მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების, შემოსავლის წყაროების, გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების, საგადასახადო შეღავათების, გამოანგარიშებული გადასახადის თანხის ან/და გადასახადის გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. 2. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადაში. 3. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია ამ კოდექსის დებულებათა შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაცია თავისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ინფორმაციის მაგნიტური მატარებლით (დისკეტა, კომპაქტ-დისკი და სხვა) ან ელექტრონული ფოსტით, რომელიც იძლევა ასეთი ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების შესაძლებლობას. 4. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში ან გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით. საგადასახადო ორგანოს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს საგადასახადო დეკლარაციის მიღებაზე და იგი ვალდებულია აღნიშნული დეკლარაციის ასლზე დაუსვას ბეჭედი და მიუთითოს მისი მიღების თარიღი. საგადასახადო დეკლარაციის დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის დღედ ჩაითვლება საგადასახადო დეკლარაციის გაგზავნის თარიღი. 5. საერთო-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გადასახადებზე საგადასახადო დეკლარაციების ფორმებსა და საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესის შესახებ ინსტრუქციებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 6. საგადასახადო დეკლარაციას ხელს აწერს გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი. 7. თუ გადასახადის გადამხდელი არ წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას , გარკვეული პერიოდის განმავლობაში ( დროებით ) აღარ ახორციელებს სამეურნეო ოპერაციებს და ამ პერიოდში უნდა განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება , მას უფლება აქვს , აღნიშნული პერიოდების მიხედვით არ წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები ( გაანგარიშებები ), გარდა საშემოსავლო , მოგებისა და ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციებისა . 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, რომლის მიხედვით მისი შემოსავლები, ხარჯები და საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით ნულის ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება დაგვიანებით წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციად. 9. ფიზიკურ პირს ( სამეწარმეო - ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის გარდა ), რომელიც მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს ( გარდა ამ კოდექსის 217- ე მუხლის მე -12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ), უფლება აქვს არ წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია . ამ შემთხვევაში მის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად . ამასთანავე , თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით , იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    95-ე მუხლის მე-8 ნაწილში ნულოვანი ანგარიშგების მქონე პერიოდების შემდგომი დეკლარირება ახლა დაგვიანებით წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციად ითვლება, შესწორებულის ნაცვლად.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    95-ე მუხლის მე-8 ნაწილში შემდგომი დეკლარირება ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად; დაემატა მე-9 ნაწილი ფიზიკური პირის მიერ წლიური საშემოსავლო დეკლარაციის წარუდგენლობის უფლების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    95-ე მუხლს დაემატა მე-7 ნაწილი, რომელიც დროებით უმოქმედო გადამხდელს აძლევს დეკლარაციების წარუდგენლობის უფლებას (ყოველწლიური საშემოსავლო, მოგებისა და ქონების დეკლარაციების გარდა), და მე-8 ნაწილი ნულოვანი ანგარიშგების პრეზუმფციითა და შემდგომი დეკლარირების დაგვიანებით შესწორებულ დეკლარაციად მიჩნევით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21718²67694333 (დ…38 (დ…17 (დ…2387948495
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ადმინისტრა…