საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 207. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახდენს დარიცხვის მეთოდით, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.

2.გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან.

3.გრძელვადიან კონტრაქტში იგულისხმება კონტრაქტი წარმოებაზე, დადგმაზე, მშენებლობაზე ან შესაბამისი მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დამთავრებულა იმ საგადასახადო წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით (გარდა იმ კონტრაქტისა, რომლის დასრულებაც მოსალოდნელია კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში) გათვალისწინებული მომსახურება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახდენს დარიცხვის მეთოდით, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად. 2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან. 3. გრძელვადიან კონტრაქტში იგულისხმება კონტრაქტი წარმოებაზე, დადგმაზე, მშენებლობაზე ან შესაბამისი მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დამთავრებულა იმ საგადასახადო წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით (გარდა იმ კონტრაქტისა, რომლის დასრულებაც მოსალოდნელია კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში) გათვალისწინებული მომსახურება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
155606163185214414114073 (დ…31 (დ…24 (დ…45207
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…ტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…