Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 208

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 208. სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 145. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი
თემები:ფიზიკური ინვენტარიზაციასატრანსპორტო საშუალებების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.(ამოღებულია).

2.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.

3.დასაბეგრი შემოსავლის ( მოგების ) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება , ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს .

4.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ღირებულებაში შეიტანება მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები.

5.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასსზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.

6.თუ გადასახადის გადამხდელი არ ახდენს თავის საკუთრებაში არსებული საქონლის ინდივიდუალურ აღრიცხვას, ამ საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხად გამოიყენოს ერთ-ერთი მეთოდი: ა) მეთოდი Fifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის მიკუთვნებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად – ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის მანძილზე (განმავლობაში) მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით; ბ) მეთოდი Lifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება უკანასკნელად წარმოებული (შეძენილი) საქონელი; გ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი.

7.ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით ფიზიკურად გადაამოწმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

9.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

10.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. (ამოღებულია). 2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის. 3. დასაბეგრი შემოსავლის ( მოგების ) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება , ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს . 4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ღირებულებაში შეიტანება მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები. 5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასსზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით. 6. თუ გადასახადის გადამხდელი არ ახდენს თავის საკუთრებაში არსებული საქონლის ინდივიდუალურ აღრიცხვას, ამ საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხად გამოიყენოს ერთ-ერთი მეთოდი: ა) მეთოდი Fifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის მიკუთვნებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად – ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის მანძილზე (განმავლობაში) მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით; ბ) მეთოდი Lifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება უკანასკნელად წარმოებული (შეძენილი) საქონელი; გ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი. 7. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით ფიზიკურად გადაამოწმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი. 9. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 10. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    208-ე მუხლს დაემატა 7–10 ნაწილები ჩამოწერის შეტყობინებისა და დადასტურების, წესის დადგენისა და ელექტრონული აღრიცხვის შესახებ.

  2. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    208-ე მუხლის მე-3 ნაწილში დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის წესს დაემატა განმარტება „(მოგების)“; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გამოკლებისა და დამატების წესი უცვლელია.

  3. 1 მარ. 2006· გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    208-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულია და საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის წარმოების ვალდებულება ამ ნაწილში აღარ არის გათვალისწინებული; დანარჩენი ნაწილები ნაჩვენები ტექსტით უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 207შემდეგი მუხლი 209

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაწყობო მარაგების ინვენტარიზაცია და ზედმეტობის/დანაკლისის აღრიცხვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 3 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 247

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 145სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი
  • 136შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები
  • 141დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 27 (დანართი 1)სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
  • 24 (დანართი 1)შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • 92¹ (დანართი 1)ამ თავის რეგულირების სფერო

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 42შედგენილი ღირებულების მეთოდი
  • 44შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები
  • 38გარიგების ფასის მეთოდი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 11თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 47ყადაღადადებული ქონების შეფასება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
472471114513614127 (დ…24 (დ…92¹ (…42443817208
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ფულის გათეთრებისა და ტ…