საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 212. მოგების ან ზარალის აუღიარებლობა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება: ა) აქტივების გადაცემა მეუღლეებს შორის; ბ) აქტივების გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს; გ) აქტივების არანებაყოფლობითი განადგურება ან ჩამორთმევა, თუ ხდება მისგან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება მსგავსი ხასიათის აქტივში განადგურების ან ჩამორთმევის განხორციელების წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაცვლელი აქტივების ღირებულება განისაზღვრება შემცვლელი აქტივების ღირებულების გათვალისწინებით განადგურების ან ჩამორთმევის მომენტისათვის.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივების ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის.

4.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთდროულად ხდება ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება: ა) აქტივების გადაცემა მეუღლეებს შორის; ბ) აქტივების გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს; გ) აქტივების არანებაყოფლობითი განადგურება ან ჩამორთმევა, თუ ხდება მისგან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება მსგავსი ხასიათის აქტივში განადგურების ან ჩამორთმევის განხორციელების წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაცვლელი აქტივების ღირებულება განისაზღვრება შემცვლელი აქტივების ღირებულების გათვალისწინებით განადგურების ან ჩამორთმევის მომენტისათვის. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივების ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის. 4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთდროულად ხდება ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144119813531491479792² (…42 (დ…43 (დ…37⁴253212
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…