გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 92² (დანართი 1). შემთხვევები, როდესაც დასაბეგრი ქონების ღირებულება არ განისაზღვრება საბაზრო ფასით

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ არ განისაზღვრება საბაზრო ფასით შემდეგ შემთხვევებში: ა ) დაუმთავრებელ მშენებლობაზე; ბ) ქონებაზე, რომელთან მიმართებაშიც გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით; გ ) დასაბეგრ ქონებაზე , რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3- წლიანი პერიოდულობით და გადაფასება ( საბაზრო შეფასება ) სრულად მოიცავს შესამოწმებელ საგადასახადო პერიოდებს ( წლებს); დ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში; ე ) კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე , რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის ( პარტნიორის ) მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი . მაგალითი 1. 2018 წელს ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმება . შესამოწმებელი პერიოდი ქონების გადასახადის ნაწილში განისაზღვრა 2015, 2016, 2017 საგადასახადო წელი . შემოწმებით დადგინდა , რომ 2016 წელს პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილია შენობა - ნაგებობა შენატანის განხორციელების მომენტისათვის პარტნიორთან არსებული საბალანსო ღირებულებით . ამასთან , ქონების წინა მესაკუთრისგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა , რომ ქონების ბოლო გადაფასება განხორციელდა 2015 წელს ( კაპიტალში შეტანამდე ). შეფასება : მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ქონების ბოლო გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი, საგადასახადო ორგანოს მიერ დასაბეგრი ქონების მიმართ საბაზრო ფასის გამოყენების საკითხი არ დგება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 მაისის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 18.05.2018წ. კარი VI. მოსაკრებლები თავი XXV. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 18 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶47196¹20214920592¹ (…88 (დ…73² (…3870492² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა