საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 65. გადასახადისაგან გათავისუფლება და საგადასახადო შეღავათი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა – შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანით.

2.აკრძალულია სხვა სამართლებრივი აქტებით გადასახადებისაგან გათავისუფლება ან საგადასახადო შეღავათების დაწესება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.გადასახადისაგან გათავისუფლებად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა არ გადაიხადონ გადასახადი.

4.საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით.

5.აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირების გათავისუფლება გადასახადისაგან.

6.გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოიყენოს საგადასახადო შეღავათები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა – შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანით. 2. აკრძალულია სხვა სამართლებრივი აქტებით გადასახადებისაგან გათავისუფლება ან საგადასახადო შეღავათების დაწესება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. გადასახადისაგან გათავისუფლებად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა არ გადაიხადონ გადასახადი. 4. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით. 5. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირების გათავისუფლება გადასახადისაგან. 6. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოიყენოს საგადასახადო შეღავათები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
85914³460418210 (დ…111¹ …39⁶ (…265
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…ადგილობრივი მოსაკრებლე…სალიცენზიო და სანებართ…სარეგისტრაციო მოსაკრებ…გადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…