Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 38

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 38. მაუწყებლობის სახეები და სახეობები, მაუწყებლობის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციისას მისათითებელი ინფორმაცია

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:მაუწყებლობამედია შესაბამისობატელეკომუნიკაციებიტელემედიცინაკინო და ტელევიზიაკინო და მედია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.

2.მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.

3.მაუწყებლობის სახეობებია: სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა, საუნივერსიტეტო მაუწყებლობა, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა.

4.კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.

5.გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი.

6.პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო.

7.მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება: ა) მაუწყებლობის ენა/ენები; ბ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს; გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია; დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა; ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა.

8.გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისთვის ავტორიზაციისას მიეთითება: ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები; ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია; გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა.

9.სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის არხზე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი რადიომაუწყებლის ტრანზიტი დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/468 – ვებგვერდი, 25.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5020 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.

რედაქციების შედარება

1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. 2. მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე. 3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა და საუნივერსიტეტო მაუწყებლობა. [3. მაუწყებლობის სახეობებია: სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა, საუნივერსიტეტო მაუწყებლობა, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან) ] 4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. [4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან) ] 5. გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი. 6. პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო. 7. მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება: ა) მაუწყებლობის ენა/ენები; ბ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს; გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია; დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა; ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა. 8. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისთვის ავტორიზაციისას მიეთითება: ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები; ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია; გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა. 9. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის არხზე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი რადიომაუწყებლის ტრანზიტი დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/468 – ვებგვერდი, 25.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5020 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ნოე. 2025· გამოქვეყნდა 2 აპრ. 2025
წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გართობის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მაუწყებლობის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მაუწყებლობის სტანდარტები და ლიცენზირება (GNCC)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მაუწყებლობის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №85

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-04-02
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მაუწყებლობის შესახებ

  • 36მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები
  • 45¹ავტორიზაციის წესი
  • 38¹მაუწყებლობის ენა/ენები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 144¹მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 52²ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესი
  • 14ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის საფუძვლები
  • 47¹რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 50მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლებები
  • 53საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 27მაუწყებლობის ენა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 6საქმიანობის ლიცენზიის სახეები
  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
505363144¹52²1447¹3645¹38¹2738
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…საავტორო და მომიჯნავე …სახელმწიფო ენის შესახე…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026