Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 52²

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 52². ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესი

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიმაუწყებლობამედია შესაბამისობაციფრული მედიაგამომცემლობატელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება.

2.ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი დაიშვება ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების და კომისიის მიერ დადგენილი რიგითობის წესისა და პროცედურების დაცვით.

3.კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული რიგითობის წესისა და პროცედურების დადგენისას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თარიღს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ იმ მაუწყებლებს, რომელთა პროგრამებიც მაღალი გარჩევადობის ფორმატით გადაიცემა.

4.ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში რიგში პირველ ადგილზე მყოფი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი უფლებამოსილია საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში ჩაერთოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში. თუ აღნიშნული მაუწყებელი 2 თვის განმავლობაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, იგი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს.

5.ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადა აითვლება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ მოთხოვნილი სამაუწყებლო არეალის დაფარვის შესაძლებლობების მქონე შესაბამის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ადგილის განთავისუფლებისთანავე.

6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაიწყოს საეთერო მაუწყებლობის განხორციელება.

7.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი დაკარგავს ადგილს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში, თუ იგი საეთერო მაუწყებლობას არ ახორციელებს ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის ან წელიწადში 45 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელსა და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება უქმდება და აღნიშნული მაუწყებელი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში არ ითვლება ის პერიოდი, როდესაც ტელემაუწყებელი საეთერო მაუწყებლობას ვერ ახორციელებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და სხვა) არსებობის გამო.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები არ აითვლება და რიგი ავტომატურად გადადის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ შემდეგ მაუწყებელზე, თუ რიგში პირველ ადგილზე მყოფი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი წერილობით მიმართავს კომისიას ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში განთავსებაზე ან საეთერო მაუწყებლობის განხორციელების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით.

9.ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიმართოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის დაშვება ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით.

10.შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის დაშვებას შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებამდე.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 13 მაი. 2016
წინა მუხლი 52¹შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მაუწყებლობის სტანდარტები და ლიცენზირება (GNCC)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მაუწყებლობის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგამომცემლო შეთანხმებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკაბელო ტელევიზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №50

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2016-05-13
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17მაუწყებლობის შესახ… 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 51¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 50¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი
  • 57ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების ურთიერთოპერაბელურობა და მისი უზრუნველყოფა

მაუწყებლობის შესახებ

  • 60მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა
  • 40¹ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი
  • 17საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 9შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 78გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 144¹მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144¹1751¹50¹57176040¹577849552²
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026