Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 3¹

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 3¹. წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებაფინანსური მომსახურებაციფრული ბანკინგისაკრედიტო ინსტრუმენტებიმიმდინარე შესაბამისობაპროფესიული ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას წარუდგენს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი.

2.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად; დ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ადმინისტრატორისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში −     20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია; ზ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; თ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ი) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ლ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის წარსული საქმიანობის შესახებ, კომერციული ბანკის ლიცენზირების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; მ) უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; ნ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი; ო) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

3.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის/კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროს და წარმომავლობის შესახებ მონაცემებს; ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ უახლესი პერიოდის (კვარტალის) აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ისინი ბოლო 10 წლის განმავლობაში.

4.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის, შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) კორპორაციული მართვის დებულებას; ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას.

6.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) ბიზნესსტრატეგიას; ბ) ინფორმაციას კომერციული ბანკის ბიზნესსტრატეგიაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციური გავლენის შესახებ; გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით მომდევნო 3 წლისთვის; ე)  ბიზნესთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას.

7.უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია  უნდა მოიცავდეს: ა) სათავო ბანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას და მოგება-ზარალის ანგარიშგებას; ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ; გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნაზე.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

9.არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.

10.ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები ვალდებული არიან, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

რედაქციების შედარება

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას წარუდგენს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი. 2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად; დ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ადმინისტრატორისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ; ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში −     20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია; ზ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; თ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ი) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ლ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის წარსული საქმიანობის შესახებ, კომერციული ბანკის ლიცენზირების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; მ) უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; ნ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი; ო) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის/კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობასცნობას, არარეზიდენტი პირის შემთხვევაში კი − ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყორეზიდენტსაც იგი   ბოლო 10 წლის განმავლობაში;განმავლობაში წარმოადგენდა; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროს და წარმომავლობის შესახებ მონაცემებს; ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ უახლესი პერიოდის (კვარტალის) აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებსცნობებს, არარეზიდენტი პირის შემთხვევაში კი − ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენრეზიდენტსაც ისინიიგი ბოლო 10 წლის განმავლობაში.განმავლობაში წარმოადგენდა. 4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის, შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. 5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) კორპორაციული მართვის დებულებას; ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას. 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) ბიზნესსტრატეგიას; ბ) ინფორმაციას კომერციული ბანკის ბიზნესსტრატეგიაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციური გავლენის შესახებ; გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით მომდევნო 3 წლისთვის; ე)  ბიზნესთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას. 7. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია  უნდა მოიცავდეს: ა) სათავო ბანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას და მოგება-ზარალის ანგარიშგებას; ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ; გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. 9. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი. 10. ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები ვალდებული არიან, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრედიტის უკანონოდ მიღება (მუხლი 208) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 3სალიცენზიო მოთხოვნები
  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება
  • 7საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 5მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენა
  • 4სალიცენზიო მოთხოვნები
  • 6მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 24საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
  • 27საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები
  • 28ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 23შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2392427289⁴4375463¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…არასაბანკო სადეპოზიტო …ლიცენზიებისა და ნებართ…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026