Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 5

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 5. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობაპრივატ ბანკინგირისკების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.კომერციული ბანკის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ) საბანკო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და გამოცდილება; გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, შეაფასოს მმართველი ორგანოების სხვა წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი; დ) საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად; ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა – კომერციული ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სუბიექტი/სუბიექტები ექვემდებარება/ექვემდებარებიან იმ კომერციული ბანკის კონტროლს ან არის/არიან იმ კომერციული ბანკის მაკონტროლებელი სუბიექტი/სუბიექტები, რომელშიც მას ადმინისტრატორის პოზიცია უკავია. კომერციული ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი. ამასთანავე, 1 აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია 2 არააღმასრულებელ პოზიციასთან ან დასაშვებია 5 არააღმასრულებელი პოზიციის დაკავება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში დაკავებული პოზიციები არ გაითვალისწინება. ამავე ქვეპუნქტის მიზნებისთვის 1 პოზიციად მიიჩნევა: ე.ა) ერთ ჯგუფში დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჯგუფი გულისხმობს კომერციულ ბანკს, მის სათავო საწარმოს და შვილობილ საწარმოს/საწარმოებს; ე.ბ) იმ საწარმოში/საწარმოებში დაკავებული პოზიციები, რომლის/რომელთა მნიშვნელოვან წილსაც ფლობს კომერციული ბანკი.

2.ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ბანკი, რომელიც შეფასებისას ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმების შეფასებისას. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.

3.ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება გულისხმობს ადმინისტრატორების როგორც ინდივიდუალური, ასევე ბანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასებას.

4.ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას გაითვალისწინება მრავალფეროვნების პოლიტიკა, რომელიც უნდა  ეფუძნებოდეს სულ მცირე განათლების, პროფესიული გამოცდილების, ასაკისა და სქესის ფაქტორებს.

5.ბანკი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და არ დანიშნოს პირი ეროვნული ბანკის მიერ ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო უკვე დანიშნული პირის შეუსაბამობის შემთხვევაში, გადააყენოს იგი დაკავებული პოზიციიდან.

6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან, ავტომატურად გაუქმდება.

7.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის  ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასების წესი და პროცედურა, მათ შორის, დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია და განმარტოს შეფასების კრიტერიუმების შინაარსი. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1796 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2023 – 1 აგვ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბაზელის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბანკის შესაბამისობის აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპიტალის ადეკვატურობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო საბანკო შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №53

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 15დირექტორატი
  • 38¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
  • 30¹ადრეული ინტერვენცია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 7ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
  • 22მიკრობანკის დირექტორატი
  • 37დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები

ფაქტორინგის შესახებ

  • 10შესაფერისობის კრიტერიუმები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 49კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა
  • 55³კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 50ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 12ინტერესთა კონფლიქტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
127151438¹30¹4955³5072237105
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფაქტორინგის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026