1.წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტება წარმოებს სავარაუდო მშენებლობის უბანზე წიაღის გეოლოგიური აგებულების და სხვა პირობების გათვალისწინებით.
წიაღის შესწავლა და გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ობიექტების განლაგების, საწარმოო ნარჩენების, მავნე ნივთიერებათა ჩამარხვისა და სხვა მიზნებისათვის ხორციელდება დამუშავებული და დამტკიცებული პროექტების (ტექნოლოგიური სქემების) საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მოთხოვნები.
2.იმ მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან (მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების ჩამარხვა, ჩამდინარე წყლის ჩაშვება, მიწისქვეშა გაზსაცავების მოწყობა და სხვა), უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ობიექტების გარემომცველი ქანების, პირველ რიგში კი წყალშემცველი ჰორიზონტების საიმედო იზოლაცია.
3.(
ამოღებულ
ია – 25.03.2013, №495
).
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტება წარმოებს სავარაუდო მშენებლობის უბანზე წიაღის გეოლოგიური აგებულების და სხვა პირობების გათვალისწინებით.წიაღის შესწავლა და გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ობიექტების განლაგების, საწარმოო ნარჩენების, მავნე ნივთიერებათა ჩამარხვისა და სხვა მიზნებისათვის ხორციელდება დამუშავებული და დამტკიცებული პროექტების (ტექნოლოგიური სქემების) საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მოთხოვნები.2. იმ მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან (მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების ჩამარხვა, ჩამდინარე წყლის ჩაშვება, მიწისქვეშა გაზსაცავების მოწყობა და სხვა), უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ობიექტების გარემომცველი ქანების, პირველ რიგში კი წყალშემცველი ჰორიზონტების საიმედო იზოლაცია.3. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია, რითაც განლაგების ადგილების შეთანხმების ნორმა გაუქმდა.