Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწიაღის შესახებმუხლი 47

წიაღის შესახებ

მუხლი 47. წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამთო მოპოვებაბუნებრივი რესურსებიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნებადართულია წიაღით სარგებლობა მხოლოდ მოსახლეობის, განსაკუთრებით დასაქმებულ მუშაკთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით.

2.წიაღით მოსარგებლე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხო წარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება .

3.წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მოთხოვნებია: სამუშაოზე მხოლოდ შესაბამისი სპეციალური მომზადებისა და კვალიფიკაციის მუშაკების დაშვება; სამთო და ბურღვით სამუშაოებზე დასაქმებულთა უზრუნველყოფა სპეციალური ტანსაცმლით, დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებებით; ისეთი მეთოდების, მასალების, ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს; სამუშაოთა ნორმალური ტექნოლოგიური ციკლისა და საშიში სიტუაციების პროგნოზირებისათვის აუცილებელი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა სახის დაკვირვებათა ჩატარება; სისტემატური კონტროლი სამთო გვირაბებში მტვრის, ფეთქებადსაშიში აირებისა და ჟანგბადის შემცველობაზე; წიაღით სარგებლობისას გარემოზე ყველა სახის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი და დასაშვებ ნორმამდე შემამცირებელი ღონისძიებების დამუშავება და გატარება; საშიში და ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გეგმების შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; მუშაკთა მიერ სამუშაოთა უსაფრთხოების წესების შესწავლა და შესრულება, აგრეთვე, ავარიების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; სამუშაოთა შეჩერება მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ადამიანების გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე და საფრთხის ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სამუშაოთა ჩატარებისას მხოლოდ ისეთი მანქანების, მოწყობილობებისა და მასალების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების წესების ნორმების მოთხოვნებს; ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ საშუალებათა აღრიცხვა, სათანადო შენახვა და ხარჯვა, აგრეთვე მათი უსაფრთხო, სწორი გამოყენება; უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის სამთო სამუშაოთა გეგმების დროულად შევსება მონაცემებით, რომლებიც ასახავენ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების საზღვრებსა და ავარიის ლიკვიდაციის ზომებს.

4.წიაღით მოსარგებლეთა მიერ უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სათანადო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს. ისინი განსაზღვრავენ იმ პირთა წრეს, რომლებიც კონტროლს გაუწევენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების აღნიშნული წესების დაცვას.

5.წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ხელმძღვანელები , საამისოდ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირები ვალდებული არიან , წარმოებაში დასაქმებულ მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხის შექმნისას დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამუშაოები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხო ევაკუაცია . თუ საფრთხე ემუქრებათ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა გავლენის ზონაში მცხოვრებლებს , შესაბამისი წიაღით მოსარგებლეები ვალდებული არიან , შექმნილი საფრთხის შესახებ შეატყობინონ სათანადო უფლებამოსილ ორგანოებს . საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნებადართულია წიაღით სარგებლობა მხოლოდ მოსახლეობის, განსაკუთრებით დასაქმებულ მუშაკთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით. 2. წიაღით მოსარგებლე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხო წარმოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება . 3. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მოთხოვნებია: სამუშაოზე მხოლოდ შესაბამისი სპეციალური მომზადებისა და კვალიფიკაციის მუშაკების დაშვება; სამთო და ბურღვით სამუშაოებზე დასაქმებულთა უზრუნველყოფა სპეციალური ტანსაცმლით, დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებებით; ისეთი მეთოდების, მასალების, ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს; სამუშაოთა ნორმალური ტექნოლოგიური ციკლისა და საშიში სიტუაციების პროგნოზირებისათვის აუცილებელი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა სახის დაკვირვებათა ჩატარება; სისტემატური კონტროლი სამთო გვირაბებში მტვრის, ფეთქებადსაშიში აირებისა და ჟანგბადის შემცველობაზე; წიაღით სარგებლობისას გარემოზე ყველა სახის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი და დასაშვებ ნორმამდე შემამცირებელი ღონისძიებების დამუშავება და გატარება; საშიში და ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გეგმების შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; მუშაკთა მიერ სამუშაოთა უსაფრთხოების წესების შესწავლა და შესრულება, აგრეთვე, ავარიების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; სამუშაოთა შეჩერება მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ადამიანების გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე და საფრთხის ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სამუშაოთა ჩატარებისას მხოლოდ ისეთი მანქანების, მოწყობილობებისა და მასალების გამოყენება, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების წესების ნორმების მოთხოვნებს; ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ საშუალებათა აღრიცხვა, სათანადო შენახვა და ხარჯვა, აგრეთვე მათი უსაფრთხო, სწორი გამოყენება; უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის სამთო სამუშაოთა გეგმების დროულად შევსება მონაცემებით, რომლებიც ასახავენ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების საზღვრებსა და ავარიის ლიკვიდაციის ზომებს. 4. წიაღით მოსარგებლეთა მიერ უსაფრთხოების წესების და ნორმების დაცვის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სათანადო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს. ისინი განსაზღვრავენ იმ პირთა წრეს, რომლებიც კონტროლს გაუწევენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების აღნიშნული წესების დაცვას. 5. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ხელმძღვანელები , საამისოდ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირები ვალდებული არიან , წარმოებაში დასაქმებულ მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხის შექმნისას დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამუშაოები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხო ევაკუაცია . თუ საფრთხე ემუქრებათ წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა გავლენის ზონაში მცხოვრებლებს , შესაბამისი წიაღით მოსარგებლეები ვალდებული არიან , შექმნილი საფრთხის შესახებ შეატყობინონ სათანადო უფლებამოსილ ორგანოებს . საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    47-ე მუხლის მე-2 პუნქტში უსაფრთხო წარმოების ვალდებულება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს; მე-5 პუნქტში საფრთხის შეტყობინება ხდება სათანადო უფლებამოსილ ორგანოებზე და რესურსების გამოყოფის ვალდებულება ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამთო ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №22

  • 1 ცვლილება · ბოლო 5 აპრ. 2013
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წიაღის შესახებ

  • 13წიაღით მოსარგებლის მოვალეობები
  • 6წიაღით სარგებლობა
  • 38წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 57³სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
  • 57²წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა
  • 57წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 43ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 37წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

გარემოს დაცვის შესახებ

  • 39ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 24ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 11დასაქმებულის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3757³57²5713638392411431347
მნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტყის კოდექ…წყლის რესურსების მართვ…კოლხეთის დაცული ტერიტო…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026