„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10 (დანართი 1). ნაგავსაყრელების საპროექტო სიმაღლეები და ტოპოგრაფია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ნაგავსაყრელის ყველა საინჟინრო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს ისე, რომ მათი ვერტიკალური სიმაღლეები და ტოპოგრაფიული კონფიგურაცია უზრუნველყოფდეს: ა) ისეთ ტოპოგრაფიას, რომელიც ხელს შეუწყობს ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოებისა და მისი ნაგებობებისა და სისტემების მომსახურების ეფექტიანობის ზრდას და ტერიტორიის ბუნებრივი რელიეფის მაქსიმალურად დაცვას; ბ) ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობებისა და ნაგავსაყრელის დაპროექტების დროს გათვალისწინებული ტექნოლოგიის ოპტიმალურ გამოყენებას და დახურული ნაგავსაყრელის თხემის ფერდებისა და თხემის  დახრილობას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; გ) სამშენებლო სამუშაოების დროს ამოღებული და ჩაბრუნებული მიწის მოცულობებს შორის ბალანსს ნაგავსაყრელის ოპერირებისა და დახურვის პროცესში მისი გამოყენების მიზნით; დ) ნაგავსაყრელის ტერიტორიის დაცვას ზედაპირული წყლებით დატბორვისგან; ე) გამონაჟონის თვითდინებით ჩაშვებას შემაკავებელ აუზებში ან/და გამწმენდ სისტემებში თუ შესაძლებელია; ვ)  ნაგავსაყრელის სექციების, უჯრედების, შენობების, გამონაჟონისა და აირების მართვის სისტემებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვის განლაგების პირობებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46443832228 (დ…14 (დ…11 (დ…818438 (დ…31 (დ…10 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…წიაღის შესახებნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს სივრცის და…ნიადაგის დაცვის შესახე…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა