1.საჯარო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი.
2.მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს.
3.მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, მოპასუხე განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკუთარ კეთილსინდისიერებას დაამტკიცებს. ამ ნორმის მიზნებისთვის კეთილსინდისიერებად ითვლება, როდესაც მოპასუხემ აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე შესაბამისი ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო და ფაქტის მცდარობა მისთვის უცნობი იყო. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი.2. მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს.3. მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, მოპასუხე განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკუთარ კეთილსინდისიერებას დაამტკიცებს. ამ ნორმის მიზნებისთვის კეთილსინდისიერებად ითვლება, როდესაც მოპასუხემ აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე შესაბამისი ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო და ფაქტის მცდარობა მისთვის უცნობი იყო.საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 27 ივნ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსიტყვისა და გამოხატვის…საქართველოს სამოქალაქო…კონკურენციის შესახებკორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა