Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საჰაერო კოდექსიმუხლი 8¹

საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 8¹. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საავიაციო შესაბამისობასაავიაციო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹4567891011121314151617

1.სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი.

2.ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

3.ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით.

3¹.სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისთვის შესაბამის ავიასაწარმოში სააგენტოს ნორმატიული აქტით დადგენილი კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად განსაზღვრული მინიმალური ნამუშევარი საათების ანაზღაურებას.

4.SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.

5.ინსპექტირების განხორციელებისას ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით (მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.

6.იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან, ვალდებული არიან, დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.

7.სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში.

8.ინსპექტირების წესი და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

9.სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად.

10.ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად ჩაატაროს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება (ტესტირება).

11.ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმებას (ტესტირებას) ატარებს სპეციალური ხელსაწყოს (შემდგომ – ალკოტესტის აპარატი) მეშვეობით.

12.ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად შემოწმება (ტესტირება) ტარდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვით. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია მისი ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრმა ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით, ალკოტესტის აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე.

13.ალკოტესტის აპარატზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობის 0,2 პრომილეს ან 0,2-ზე ნაკლები პრომილეს ოდენობით დაფიქსირება ადასტურებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას.

14.ალკოტესტის აპარატზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობის 0,2-ზე მეტი პრომილეს ოდენობით დაფიქსირება ადასტურებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუ ალკოტესტის აპარატზე დაფიქსირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,2 პრომილეზე მეტია, იგი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მოსთხოვოს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად განმეორებითი შემოწმების (ტესტირების) ალკოტესტის აპარატით ჩატარება. განმეორებითი შემოწმება (ტესტირება) უნდა ჩატარდეს პირველადი შემოწმების (ტესტირების) ჩატარებიდან არაუადრეს 15 წუთისა და არაუგვიანეს 30 წუთისა.

15.თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენ შემოწმებას (ტესტირებას) თავს არიდებს ან/და ადგილზე შემოწმების (ტესტირების) შედეგმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას.

16.თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება შემოწმების (ტესტირების) შედეგს, იგი უფლებამოსილია პირველადი შემოწმების (ტესტირების) ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ჩაიტაროს ექსპერტიზა ერთ-ერთ შემდეგ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში: ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ან ამ ბიუროს ტერიტორიულ ორგანოში; ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში.

17.საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენი შემოწმებისთვის (ტესტირებისთვის) თავის არიდებას. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი. 2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით. 3 1 . სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისთვის შესაბამის ავიასაწარმოში სააგენტოს ნორმატიული აქტით დადგენილი კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად განსაზღვრული მინიმალური ნამუშევარი საათების ანაზღაურებას. 4. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია. 5. ინსპექტირების განხორციელებისას ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით (მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. 6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან, ვალდებული არიან, დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია. 7. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში. 8. ინსპექტირების წესი და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. 9. სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად. 10. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად ჩაატაროს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება (ტესტირება). 11. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმებას (ტესტირებას) ატარებს სპეციალური ხელსაწყოს (შემდგომ – ალკოტესტის აპარატი) მეშვეობით. 12. ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად შემოწმება (ტესტირება) ტარდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვით. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია მისი ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრმა ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით, ალკოტესტის აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე. 13. ალკოტესტის აპარატზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობის 0,2 პრომილეს ან 0,2-ზე ნაკლები პრომილეს ოდენობით დაფიქსირება ადასტურებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას. 14. ალკოტესტის აპარატზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობის 0,2-ზე მეტი პრომილეს ოდენობით დაფიქსირება ადასტურებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუ ალკოტესტის აპარატზე დაფიქსირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,2 პრომილეზე მეტია, იგი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მოსთხოვოს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად განმეორებითი შემოწმების (ტესტირების) ალკოტესტის აპარატით ჩატარება. განმეორებითი შემოწმება (ტესტირება) უნდა ჩატარდეს პირველადი შემოწმების (ტესტირების) ჩატარებიდან არაუადრეს 15 წუთისა და არაუგვიანეს 30 წუთისა. 15. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენ შემოწმებას (ტესტირებას) თავს არიდებს ან/და ადგილზე შემოწმების (ტესტირების) შედეგმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას. 16. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება შემოწმების (ტესტირების) შედეგს, იგი უფლებამოსილია პირველადი შემოწმების (ტესტირების) ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ჩაიტაროს ექსპერტიზა ერთ-ერთ შემდეგ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში: ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ან ამ ბიუროს ტერიტორიულ ორგანოში; ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში. 17. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენი შემოწმებისთვის (ტესტირებისთვის) თავის არიდებას. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2025
  2. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018
  3. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  4. 6 აგვ. 2013
  5. 3 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 8²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საავიაციო დაცვის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • საავიაციო უსაფრთხოების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • საფრენი ვარგისიანობის სერტიფიცირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №36

2
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2025-05-01
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 97მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 8საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია
  • 98საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა
  • 11სააერნაოსნო მომსახურება

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 26სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 5¹სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა
  • 7სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 9აკრედიტებული საინსპექციო ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

საზღვაო კოდექსი

  • 44¹⁷—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 12სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 16ინსპექტირების განხორციელების წესი
  • 13ინსპექტირების დაწყების საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹744¹⁷9897811926631216138¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს დაზვერვის …ტრანსპორტის სფეროს მარ…ტექნიკური საფრთხის კონ…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026