საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 41. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს სააგენტო შესაბამისი სერტიფიცირების პროცესში და ამის თაობაზე აცნობებს სათანადო მუნიციპალიტეტს.

2.სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3.ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში, აგრეთვე სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობის სიმაღლე და სხვა ობიექტის ექსპლუატაციის თავისებურებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით.

4.სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

6.აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის, სხვა ობიექტის მშენებლობის, აგრეთვე ექსპლუატაციისა და გამოყენების შეზღუდვის წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ოქტ. 2023 – 31 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023

    მე-1 და მე-2 პუნქტებით დაცვის არეს ადგენენ სამოქალაქო ავიაციისთვის სააგენტო, სახელმწიფო ავიაციისთვის თავდაცვის სამინისტრო; მე-3 პუნქტი შეივსო სიმაღლისა და ექსპლუატაციის მოთხოვნებით, ხოლო დაემატა მე-4–მე-6 ნაწილები ნებართვის შეთანხმების, ექსპროპრიაციისა და მთავრობის დადგენილების შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    41-ე მუხლის პირველ პუნქტში სამუშაოთა წარმოების ნორმათა წყარო „საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ“ დებულების ნაცვლად ხდება საქართველოს კანონმდებლობა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48111⁴108213111715¹3839376 (და…38 (დ…41
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…ტერიტორიების გამოყენებ…გეოდეზიური და კარტოგრა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა