საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 42. შენობა-ნაგებობის ნიშანდება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

2.საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში.

3.საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის ნიშანდებას და შესაბამისი ნიშნის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს ამ ობიექტის მფლობელი.

4.აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აკრძალულია აეროდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას.

5.საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის ნიშანდების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ოქტ. 2023 – 31 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    42-ე მუხლი დაიყო ორ ნაწილად: პირველში მფლობელთა ვალდებულება ნიშნების განთავსებაზე, მეორეში აკრძალვა. მე-2 ნაწილს დაემატა ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენების აკრძალვა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
451081117414038116 (და…67¹138 (დ…42
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…სამართალდაცვით სფეროში…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა