1.საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც შეიძლება მიადგეს მგზავრს, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილის გამგზავნს ან მიმღებს ანდა მესამე პირს.
2.საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
3.ამ მუხლის მიზნებისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას/ექსპლუატანტის სერტიფიკატს, მაგრამ რომელიც საჰაერო ხომალდის გამოყენების ან ექსპლუატაციის კონტროლს ახორციელებს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც შეიძლება მიადგეს მგზავრს, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილის გამგზავნს ან მიმღებს ანდა მესამე პირს.2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით.3. ამ მუხლის მიზნებისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას/ექსპლუატანტის სერტიფიკატს, მაგრამ რომელიც საჰაერო ხომალდის გამოყენების ან ექსპლუატაციის კონტროლს ახორციელებს.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217–ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2015 წლის 11დეკემბრის კანონი№4620- ვებგვერდი, 23.12.2015წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №22 · ძალაშია 1 ივლ. 2017-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
93-ე მუხლის მე-3 პუნქტში კონტროლის ობიექტად „მართვის“ ნაცვლად დასახელდა საჰაერო ხომალდის გამოყენება ან ექსპლუატაცია, ხოლო „საავიაციო შემთხვევის დროს“ შეიცვალა სიტყვით „ახორციელებს“.
· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
93-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაზღვევის ფარგლებისა და სავალდებულო სახეობების განმსაზღვრელი ორგანო ადმინისტრაციის ნაცვლად სააგენტოა.
93-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაზღვევის ფარგლებს ახლა ადმინისტრაცია განსაზღვრავს და მას ევალება აგრეთვე სავალდებულო სახეობების განსაზღვრა.
· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006
93-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაზღვევის ფარგლებს სამინისტროს ნაცვლად კომისია ადგენს, სავალდებულო სახეობების მითითების გარეშე; მე-3 პუნქტში ექსპლუატანტის განმარტება ამ მუხლის მიზნებით შემოიფარგლა.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა