Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოს დაცვის შესახებმუხლი 51¹

გარემოს დაცვის შესახებ

მუხლი 51¹. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაცია

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის აუცილებელია სათბურის აირების ემისიების ავტორიზაცია.

2.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის, გარდა საავიაციო საქმიანობებისა, გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავიაციო საქმიანობებისთვის − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

3.ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) იმ დანადგარებისა და საქმიანობების, მათ შორის, ტექნოლოგიების, აღწერას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს სათბურის აირების ემისიები; ბ) იმ ნედლი და დამხმარე მასალების შესახებ ინფორმაციას, რომელთა გამოყენებამაც შესაძლოა გამოიწვიოს სათბურის აირების ემისიები; გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სათბურის აირების ემისიების წყაროების შესახებ ინფორმაციას; დ) სათბურის აირების ემისიების მონიტორინგისა და ანგარიშგების გეგმის პროექტს; ე) ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე, არატექნიკურ რეზიუმეს. არატექნიკური რეზიუმე შეიცავს სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი განცხადებისთვის დართული დოკუმენტების შესახებ მოკლე ინფორმაციას და შესრულებულია არატექნიკურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში მას ერთვის გრაფიკული ან/და საილუსტრაციო მასალები.

4.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. იგი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაცია, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, უნდა შეიცავდეს: ა) საქმიანობის განმახორციელებელი პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს ან/და პირად ნომერს და მისამართს; ბ) საქმიანობისა და სათბურის აირების ემისიების აღწერას; გ) სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის გეგმას. ეს გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. იგი მტკიცდება ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად; დ) სათბურის აირების ემისიების ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

5.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაცია უვადოდ გაიცემა.

6.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს: ა) საქმიანობის განმახორციელებელი პირის მოთხოვნა; ბ) საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის მიღებიდან 5 წლის ვადაში ამ ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა; გ) საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის 2 კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერება, თუ იგი ვერ დაასაბუთებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა სარემონტო ან განახლებითი სამუშაოები.

7.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემი ორგანო უფლებამოსილია სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის გეგმის დამტკიცებამდე შექმნას საექსპერტო კომისია ან მოიწვიოს ექსპერტი. საექსპერტო კომისია ან ექსპერტი განიხილავს ამ გეგმას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემ ორგანოს.

8.საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემ ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს საქმიანობასთან დაკავშირებული ექსპლუატაციის პირობის ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სათბურის აირების ემისიებზე. აღნიშნული პირობის ცვლილებისა და მის მიერ შესაბამისი გავლენის მოხდენის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციაში სათანადო ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი.

9.საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციაში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემ ორგანოს არაუგვიანეს შესაბამისი წლის 31 დეკემბრისა წარუდგინოს სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადება. ამ წინადადების განხილვის შედეგად სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციაში სათანადო ცვლილება იქნება შეტანილი.

10.საქმიანობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, სათბურის აირების ემისიების ავტორიზაცია სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის არსს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი ვალდებულებების გადაცემას.

11.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია ამ ავტორიზაციის მფლობელისა და მიმღების ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული ავტორიზაციის გადაცემის ფაქტს.

12.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემი ორგანო სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

13.პირი, რომელსაც სათბურის აირების ემისიების ავტორიზაცია გადაეცა, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული აქტის გამოცემის/გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

14.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემი ორგანო ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. (ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან) ] საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2023 – 1 იან. 2028 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2021 – 1 სექ. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 1 ივლ. 2018 – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

  5. 14 დეკ. 2017 – 1 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 51²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №38

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოს დაცვის შესახებ

  • 51²სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 82⁸სათბურის აირების ემისიების მონიტორინგსა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა
  • 82⁷სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 62ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია
  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 11ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია
  • 161ავტორიზაცია
  • 83ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 15დაწესებულების ავტორიზაციის პირობები

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 9საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 53კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 8შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5382⁸82⁷951²1511161838626351¹
მნიშვნელობით ახლოსგარემოს დაცვის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…რადიაციული დაცვის, ბირ…ენერგეტიკისა და წყალმო…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026