ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 83. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის შენახვის საქმიანობას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი.

2.კომისია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზიის გაცემის გზით, ახდენს ბუნებრივი გაზის საწარმოს (რომელიც საკუთრების ან/და განკარგვის უფლებით ფლობს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტს), როგორც ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის, ავტორიზაციას.

3.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 84-ე მუხლით დადგენილი წესით განცალკევებულ ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის შენახვის საქმიანობას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი. 2. კომისია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზიის გაცემის გზით, ახდენს ბუნებრივი გაზის საწარმოს (რომელიც საკუთრების ან/და განკარგვის უფლებით ფლობს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტს), როგორც ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის, ავტორიზაციას. 3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 84-ე მუხლით დადგენილი წესით განცალკევებულ ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁸625¹⁰32251¹226278491858683
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…დაზღვევის შესახებგარემოს დაცვის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა