ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 11. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კომისია ლიცენზიებს გასცემს შემდეგ საქმიანობაზე: ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება; ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში: ბ.ა) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება; ბ.დ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ე) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება; გ) წყალმომარაგება.

2.აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება კომისიის მიერ გაცემული მოქმედი ლიცენზიის გარეშე, რომელიც საწარმოს უფლებას ანიჭებს, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.

3.ლიცენზირებას არ საჭიროებს: ა) პირის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ საკუთარი (საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო) მოხმარებისთვის, როდესაც ელექტროენერგიის როგორც წარმოების, ისე მოხმარების ობიექტი მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან; ბ) ელექტროენერგიის წარმოება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად; გ) ელექტროენერგიის წარმოება მცირე და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით; დ) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელსაც, ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი.

4.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას, რომელიც ლიცენზიას არ საჭიროებს, ან რომელიც აპირებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კომისია ლიცენზიებს გასცემს შემდეგ საქმიანობაზე: ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება; ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში: ბ.ა) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება; ბ.დ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ე) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება; გ) წყალმომარაგება. 2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება კომისიის მიერ გაცემული მოქმედი ლიცენზიის გარეშე, რომელიც საწარმოს უფლებას ანიჭებს, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა. 3. ლიცენზირებას არ საჭიროებს: ა) პირის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ საკუთარი (საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო) მოხმარებისთვის, როდესაც ელექტროენერგიის როგორც წარმოების, ისე მოხმარების ობიექტი მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან; ბ) ელექტროენერგიის წარმოება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად; გ) ელექტროენერგიის წარმოება მცირე და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით; დ) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელსაც, ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი. 4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას, რომელიც ლიცენზიას არ საჭიროებს, ან რომელიც აპირებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 პუნქტში სიტყვა „აღნიშნულის“ შეიცვალა სიტყვით „ამის“; 102-ე მუხლის შესაბამისად განაცხადის წარდგენის ვალდებულება ახალ ფორმულირებაში გადმოიცემა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²228²13425²139¹16361028232132982211
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს სივრცის და…განახლებადი წყაროებიდა…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა