ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 57. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

1.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით , საქართველოში მოქმედებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა . ამ სისტემის მიზანია : ა ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა ; ბ ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ; გ ) ცხოველთა დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და მათი დერივატებით ვაჭრობის , მათ შორის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ; დ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება ; ე ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეთანხმება და დაცვა ; ვ ) საზოგადოების ინფორმირება ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ .

2.საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო).

3.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება ფიზიკური დაცვის , აღრიცხვის , მონიტორინგის , ლიცენზირების , კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით , საქართველოში მოქმედებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა . ამ სისტემის მიზანია : ა ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მდგრადი სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა ; ბ ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ; გ ) ცხოველთა დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და მათი დერივატებით ვაჭრობის , მათ შორის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ; დ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება ; ე ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეთანხმება და დაცვა ; ვ ) საზოგადოების ინფორმირება ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ . 2. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – სატყეო სააგენტო და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო). 3. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება ფიზიკური დაცვის , აღრიცხვის , მონიტორინგის , ლიცენზირების , კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    57-ე მუხლის მე-2 პუნქტში „დაცული ტერიტორიებისა და სატყეო მეურნეობის სამსახურები“ შეიცვალა სატყეო სააგენტოთი და დაცული ტერიტორიების სააგენტოთი, რომელიც განისაზღვრა როგორც სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2738301821136258103 (და…94957
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…დაცული ტერიტორიების სი…წიაღის შესახებსაქართველოს გარემოს და…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა