Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 38

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 38. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023
თემები:სატყეო საქმესპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით; ბ) დადგენილი წესით ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობის ფორმით; გ) საკუთრებაში ჰყავდეს კანონმდებლობის დაცვით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები და ფლობდეს მათგან მიღებულ პროდუქციასა და ნაკეთობებს; დ) მოახდინოს წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობის რეალიზაცია (გარდა საერთო სარგებლობის ფორმით მოპოვებული ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტებისა, რომლებიც შეიძლება რეალიზებული იქნენ მათი კვებითი ღირებულების გამო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მონაწილეობა მიიღოს მის სარგებლობაში არსებული სამონადირეო მეურნეობებისა და თევზის მეურნეობის წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; ვ) გასცეს მის სარგებლობაში არსებულ სამონადირეო მეურნეობებისა და თევზის მეურნეობების წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიები სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების, კვოტებისა და ლიმიტების ფარგლებში; ზ) დადოს ხელშეკრულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე, ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიის გაცემის დროს; თ) მიმართოს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა; ი) გაცემულ ტერიტორიაზე ისარგებლოს მიწის ნაკვეთით საქმიანობის განსახორციელებლად, საქართველოს სამოქალაქო, მიწის, წყლის და ტყის კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) დადგენილი წესით მიღებულ მიწის ნაკვეთზე ააგოს მუდმივი ან დროებითი ნაგებობები, გაიყვანოს გზები, რომლებიც აუცილებელია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისთვის; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზარალის ასანაზღაურებლად ფიზიკური და იურიდიული პირების უკანონო მოქმედების გამო, რასაც მოჰყვა ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაღუპვა ან მათი საბინადრო გარემოს განადგურება; მ) დადგენილი წესით გაასაჩივროს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევენ მის უფლებებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე.

2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეს აქვს სარგებლობის სხვა უფლებებიც, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

3.საქართველოს კანონმდებლობით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ველური ბუნების სამართალისერვისის გვერდი
  • ცხოველთა გარიგებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-29 · №20

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 39ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის ვალდებულებანი
  • 46ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია
  • 26ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 13დაცვითი ორგანიზაციის უფლებები

წყლის შესახებ

  • 39წყალმოსარგებლის უფლებები
  • 30წყალსარგებლობის ობიექტი

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 43ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 6მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 10წყლის ობიექტის მიწა

წიაღის შესახებ

  • 13წიაღით მოსარგებლის მოვალეობები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 12საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3813121363946263930431038
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…კერძო დაცვითი საქმიანო…წყლის შესახებსაქართველოს ტყის კოდექ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023