წყლის შესახებ

მუხლი 55. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მიზნები

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მიზანია: ა) საქართველოში წყლის ინდუსტრიის განვითარება;' ბ) წყლის სასაქონლო პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებით წარმოება; გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარანტირებული დაცვა წყლის გამოყენებისა და წყლის სასაქონლო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში; დ) სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და წყლით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში; ე) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების რეგულირების სფეროში.

2.წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მიზნით ხდება: ა) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიების დადგენა; ბ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ხარისხის კონტროლის, შესაფუთი მასალების კატეგორიების, ეტიკეტის გაფორმების წესებისა და წარმოების ტექნოლოგიური პირობების დადგენა; გ) წყლის საბადოსა და წარმოების ეკოლოგიური უსაფრთხოების შეფასება; დ) წყლის სასაქონლო პროდუქციის სახელმწიფო სერტიფიკაცია; ე) წყლის ხარისხის ნორმებისა და სახელმწიფო სტანდარტების დადგენა; ვ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო ლიცენზირება.

3.ამ თავით განსაზღვრული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის წესები ვრცელდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარმოებულ (ჩამოსხმულ) ყველა წყალზე, რომელიც იყიდება (უნდა გაიყიდოს) საქართველოს ტერიტორიაზე ან განსაზღვრულია საექსპორტოდ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში კომპეტენციების განსაზღვრა ეხება მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში კომპეტენციათა განმსაზღვრელი სუბიექტები ახლებურად არის დასახელებული: სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და თვითმმართველი ერთეულები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132113 (და…1105111155
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…წყლის რესურსების მართვ…სურსათის/ცხოველის საკვ…სავალდებულო სერტიფიცირ…აკვაკულტურის შესახებსამრეწველო ემისიების შ…