კანონის მიზანია: ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა; დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა; ე) საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების განსაზღვრა; ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა; ზ) სატრანსპორტო საშუალებასთან მესამე მხარის დაშვების უზრუნველყოფა (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5648 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
მუხლი 3. კანონის მიზანი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
- · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2019
მე-3 მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მიზნიდან ამოღებულია დამოუკიდებელი საჯარო სამართლის პირის ჩამოყალიბება, ხოლო უფლებამოსილების გაერთიანების ნაცვლად მიზნად მარეგულირებელი ორგანოს შექმნა დასახელდა.
- · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006
მე-3 მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში სახელმწიფო სააგენტო ჩანაცვლდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოთი – საჯარო სამართლის იურიდიული პირით და ზედამხედველობას დაემატა რეგულირება.
მე-3 მუხლი, რომელიც კანონის მიზნებს განსაზღვრავდა, ამოღებულია.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე
სასამართლო წარმომადგენლობა
კონსულტაცია: ₾100

