Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწიაღის შესახებმუხლი 42

წიაღის შესახებ

მუხლი 42. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამშენებლო ნებართვებისამთო მოპოვებაბუნებრივი რესურსებიდაბინძურების კონტროლინახშირბადის ბაზრები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ზუსტად აღირიცხოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა, მათი დინამიკა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები და დანაკარგები; ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბადოს დამუშავება შესაბამისი დონის გეოლოგიურ-სამარკშეიდერო სამუშაოების ჩატარებითა და საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის წარმოებით; გ) საბადოს დამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა საბადოების დაზიანება; დ) შენარჩუნებულ იქნეს საბადოს დამუშავებისას წიაღში დარჩენილი მარაგი და მოხდეს გზადაგზა მოპოვებული, მაგრამ დროებით გამოუყენებელი წიაღისეულის შენახვა და აღრიცხვა; ე) რაციონალურად იქნეს ათვისებული ქანები და ოპტიმალურად განთავსდეს ისინი მომავალში გამოსაყენებლად; ვ) სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება; ზ) დაიცვან წიაღი და გარემოს სხვადასხვა ობიექტები, შენობები და ნაგებობები; თ) გაითვალისწინონ შესაძლო ავარიები და შეიმუშაონ მათი ლიკვიდაციის გეგმები; ი) შეინარჩუნონ ეკოლოგიური წონასწორობა; კ) დაამუშაონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადო, ნავთობისა და გაზის საბადო, ბუნებრივი წყალბადის საბადო, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადო მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.

2.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №495 ). საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №673 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია, მათ შორის პროექტების დამტკიცებისა და კომისიის დებულებების დამტკიცების ნორმები.

  3. 18 მაი. 2005

    42-ე მუხლი დაიყო ორ პუნქტად, მოთხოვნები დანომრილ ქვეპუნქტებად დალაგდა, მარაგების აღრიცხვა თანმდევ წიაღისეულზეც გავრცელდა და დამტკიცების წესი ახლებურად ჩამოყალიბდა.

  4. 1 ოქტ. 2002· გამოქვეყნდა 21 მარ. 2002

    42-ე მუხლს დაემატა პროექტებისა და გეგმების დამტკიცების წესი სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავთობისა და გაზის სამართალი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნახშირბადის კრედიტებისერვისის გვერდი
  • სამთო ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №22

  • 4 ცვლილება · ბოლო 16 ივნ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წიაღის შესახებ

  • 44სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები
  • 38წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი მოთხოვნები
  • 6წიაღით სარგებლობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 57³სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
  • 57⁴სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სათანადო პირობების დარღვევით სარგებლობა
  • 56წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 17¹სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 298წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 12ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები
  • 15მომსახურების ხელშეკრულება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 69განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
298121517¹5¹57³57⁴56443866942
მნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს სისხლის სა…რეგულირების საფასურის …ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026