Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებმუხლი 23

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 23. სანქციები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:სანქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ მუხლით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები: ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააკისროს ფულადი სანქცია.

2.კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი: ა) დეპოზიტორებს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი; ბ) სააგენტოს შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი; გ) ამ კანონითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის პირველად შენატანს, რეგულარულ სადაზღვევო შენატანს ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. ფულადი სანქციის ოდენობაა გადასახდელი თანხის 0.06% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

3.კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ გამოსაყენებელი სანქციის სახე თანხმდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

4.ამ მუხლის შესაბამისად კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის დაკისრებული ფულადი სანქციების თანხები მიიმართება ფონდში.

5.ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი სანქციის თანხის გადახდა კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს არ ათავისუფლებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისგან.

6.კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით. გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე.

7.ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე სააგენტოს უფროსის კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ბრძანების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი იძულებით აღსრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2023
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2023 · №5

  • 2 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2023
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 13რეგულარული სადაზღვევო შენატანი
  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • 14სპეციალური სადაზღვევო შენატანი

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 29ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 29მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

დაზღვევის შესახებ

  • 21¹დარღვევები და სანქციები

კონკურენციის შესახებ

  • 33ჯარიმა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 283საბანკო დაწესებულების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9¹21¹30292833346132114332923
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…დეპოზიტების დაზღვევის …საგადახდო სისტემისა და…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026