1.სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა და სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი წოდებრივი ზღვარის მქონე თანამდებობებზე დანიშვნით.
2.სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან რიგითის სამხედრო წოდებით, ხოლო საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხული მოსამსახურეები − უმცროსი სპეციალური წოდებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ და საკონტრაქტო მოსამსახურეებს ეძლევათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება.
3.გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხული საკონტრაქტო მოსამსახურეები შესაბამის თანამდებობებზე სამსახურს გადიან უმცროსი ან/და საშუალო სპეციალური წოდებით, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის შესაბამისი ანაზღაურებით.

