სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლების მქონე წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება,  სამსახურს გაივლის სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი.  მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე.

2.საშტატო ერთეულზე განაწილების შემდეგ, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაწყებამდე, საკონტრაქტო და სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს უშუალო ხელმძღვანელები უტარებენ სათანადო ინსტრუქტაჟს და აცნობენ შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებსა და სამართლებრივ აქტებს.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ სამხედრო და საკონტრაქტო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფულადი სარგოებით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით. მოსამსახურე ვალდებულია, გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ (მინდობილ) ქონებას, ხოლო აღნიშნული მატერიალური ფასეულობების მისი ბრალეულობით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ზიანი.

4.სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ , მოსამსახურეები რიგითის სამხედრო წოდებით ირიცხებიან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში . სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო - პროფესიულ ან კადრის სამსახურში დადგენილი წესით სამსახურის გაგრძელების შემთხვევაში , აღნიშნული პირები დგებიან სპეციალურ აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით . საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №637 - ვებგვერდი, 27.12.2018წ. თავი IV სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო მოსამსახურის შვებულებაში გასვლის, შვებულებიდან გამოძახებისა და სამსახურებრივი მივლინების წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 19 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³23²1615⁴20430¹183076271452712 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დაზვერვის …პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…